fbpx

ბლოგი

ალექსანდრე მესხი ბონსაი

ჩემ შესახებ

   მინიატურული ხეებით პირველად 13 თუ 14 წლის ასაკში დავინტერესდი, სულ რამდენიმე წუთიანი სატელევიზიო რეპორტაჟის ნახვის შემდეგ. საკმაოდ უცნაური და საინტერესო მომეჩვენა თუ როგორ შეიძლება ჩვეულებრივი ხე ისე გაზარდო პატარა ქოთანში, რომ  იყოს რამდენიმე  სანტიმეტრი სიმაღლის , ბუნებრივად ლამაზი და ყველაზე უცნაური, ისხამდეს ჩვეულებრივ ნაყოფს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე სერიოზულად[…]

გაიგე მეტი »

თუთა

რა არის ბონსაი?

   ბონსაი–(盆栽) იაპონური სიტყვაა, ”ბონ”- პატარა ქოთანი, ”საი”-მცენარე, (პატარა ჭურჭელში ჩარგული მცენარე). ბონსაი არის მინიატურული ხეების, სპეციალური ტექნიკით გაზრდის იაპონური ხელოვნება. ამ ტექნიკის საშუალებით ხე პატარა ზომის რჩება და ეძლევა ბუნებრივი, სრულყოფილი, ასაკოვანი ხის შეხედულება.    ბონსაი არ არის მხოლოდ მებაღეობა. ბონსაიზე მუშაობა ითხოვს დიდ ყურადღებას, დროს, მოვლის ცოდნასა და[…]

გაიგე მეტი »

ბონსაის ისტორია

ბონსაის ისტორია

   არსებობს მოსაზრება, რომ მინიატურული ხეების ქოთანში გაზრდა ძველ ეგვიპტეში დაიწყეს. შეიძლება ძველ ბაბილონში, სემირამიდის დაკიდებული ბაღებიც ჩაითვალოს ბონსაის შექმნის საფუძვლად. მაგრამ თანამედროვე, კლასიკური ბონსაის წარმოშობა უდავოდ ჩინეთს უკავშირდება. ზუსტი თარიღი, თუ როდის დაიწყეს ქოთანში მინიატურული ხეების გაზრდა უცნობია. ჩინეთში, 1972 წელს აღმოაჩინეს პრინც ძან ჰუაის სამარხი (რომელიც 706 წელს[…]

გაიგე მეტი »

ბონსაის სტილები

ბონსაის სტილები

   ბუნებრივი პირობები, სადაც ხეები იზრდება, ძალიან განსხვავებულია. ზოგს განვითარებისთვის თითქმის იდეალური პირობები აქვს:  საკმარისი სინათლე, საჭირო რაოდენობით წყალი და საკვები ნივთიერება, თავისუფალი სივრცე ვარჯის ნორმალური განვითარებისთვის. სხვა მცენარეები კი მოკლებულნი არიან ასეთ ”ფუფუნებას”. ზოგი მცენარე კლდის ციცაბო ფერდობზე იზრდება და ამის გამო მისი ფესვები ეძებს ადგილს, რათა მაგრად ”ჩაებღაუჭოს”[…]

გაიგე მეტი »

ყველაფერი მოკლედ

  ამ თავში ერთადაა თავმოყრილი რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი რომლის ცოდნაც აუცილებელია ბონსაიზე მუშაობისას. ფორმირებისთვის დაწერილი ყოველგვარი წესი თუ პრინციპი არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც აუცილებლად შესასრულებელი და მკაცრი კანონი. ეს წესები შეძლება ჩაითვალოს მხოლოდ რჩევად, მათთვის ვინც ცდილობს ბონსაის გაზრდას. რაც შეეხება მოვლას: მცენარის მოვლას აუცილებლად უნდა დაუთმოთ განსაკუთრებული ყურადღება. ადგილის[…]

გაიგე მეტი »

ბონსაი და ინტერნეტი

   თავიდან. როდესაც ბონსაიზე მუშაობა დავიწყე, მხოლოდ ერთი წიგნი მქონდა, და ხშირად მითქვამს, რომ იმ პერიოდში ინტერნეტის არ არსებობის გამო, ბევრი დრო დავკარგე იმის მისახვედრად თუ როგორ შეიძლებოდა ბონსაის შექმნა. პრეტენზია არ მქონდა უცბად შედეგის მიღებაზე, უბრალოდ სწორი მიმართულება მჭირდებოდა. ფოთოლმცვივანი მცენარების მართებულად გადარგვას, ტოტების შეჭრას, გაკრეჭას, მავთულის დახვევას შედარებით[…]

გაიგე მეტი »

ბონსაი

ბონსაის ესთეტიკა

   ცხოვრების განსხვავებული წესი, ტრადიციული მხატვრობა, მებაღეობა, ფილოსოფია და ალბათ კიდევ მრავალი სხვა ფაქტორი გახდა საფუძველი ბონსაის, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი სახეობის განვითარებისა იაპონურ კულტურაში. მინიატურული ხეების ქოთანში გაზრდის საუკუნოვანი ტრადიცია არსებობს ჩინეთში, საიდანაც სავარაუდოდ “სათავეს” იღებს ბონსაის კულტურა, მსგავსი ხელოვნება არსებობს კორეაშიც. მაგრამ თანამედროვე ბონსაის ესთეტიკა და პოპულარიზაცია უდავოდ ამომავალი[…]

გაიგე მეტი »

ბონსაის ხელოვნური “დაბერება” (მკვდარი მერქანი)

   ძალიან ხშირად, ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედების გამო ხის რაღაც ნაწილი ზიანდება. ასეთი რამ ხეს  მეხის დაცემის , ხანგრძლივი გვალვის შემდეგ ემართება. ტოტები იმტვრევა თოვლის სიმძიმის და ძლიერი ქარისაგანაც, ან დაავადებები და მავნებლები  იწვევენ ხის გარკვეული ადგილების გახმობას.    მკაცრ კლიმატურ პირობებს გადარჩენილი, დაზიანებული ხეების ილუზიის შესაქმნელად ბონსაის ფორმირებისას გამოიყენება ერთი[…]

გაიგე მეტი »

ბონსაის ხელოვნური “დაბერება” და ფორმირების სხვადასხვა მეთოდები (მსხვილი ტანი და ვარჯი)

   ბუნებაში გაზრდილ ხეებს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ის მცენარეებია განსაკუთრებით ლამაზი და თვალშისაცემი რომელთა ასაკი რამდენიმე ათწლეულს აღწევს. ბონსაის შექმნის მიზანიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სულ პატარა ნერგს მივცეთ ის მიმზიდველობა და სილამაზე რაც ხანდაზმულ ხეებს გააჩნია. თუმცა ბონსაის რეალურ ასაკს არ აქვს რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა. უმეტეს შემთხვევაში წლოვანებაზე[…]

გაიგე მეტი »

წიწვოვანი ბონსაი

ბონსაის ფორმის სრულყოფა და მინიატურული ზომის შენარჩუნება (წიწვოვანი მცენარეები)

ფორმირების პირველი ეტაპის დამთავრების შემდეგ, (შეჭრილია ყველა არასაჭირო ძირითადი და მეორე რიგის ტოტები, მავთულის საშუალებით ტოტები დაფიქსირებულია სასურველ პოზიციაში) საჭიროა  ვარჯის სრულყოფაზე და მინიატურული ზომის შენარჩუნებაზე ვიზრუნოთ. ფორმის და ზომის შესანარჩუნებელი გასხვლა ბონსაის სიცოცხლის მთელი პერიოდის განმავლობაში სჭირდება.    არც ერთი ნერგი არ მიიღებს ჩვენთვის სასურველ ფორმას პირველივე გასხვლის და მავთულის კარკასის[…]

გაიგე მეტი »

ბონსაი მესხი

ბონსაის ფორმის სრულყოფა და მინიატურული ზომის შენარჩუნება (ფოთოლმცვივანი ხეები)

   ფორმირების პირველი ეტაპის დამთავრების შემდეგ, (შეჭრილია ყველა არასაჭირო ძირითადი და მეორე რიგის ტოტები, მავთულის საშუალებით ტოტები დაფიქსირებულია სასურველ პოზიციაში) საჭიროა  ვარჯის სრულყოფაზე და მინიატურული ზომის შენარჩუნებაზე ვიზრუნოთ. ფორმის და ზომის შესანარჩუნებელი გასხვლა ბონსაის სიცოცხლის მთელი პერიოდის განმავლობაში სჭირდება.    არც ერთი ნერგი არ მიიღებს ჩვენთვის სასურველ ფორმას პირველივე გასხვლის და[…]

გაიგე მეტი »

წიწვოვანი ბონსაი

ბონსაის სხვადასხვა სტილის შექმნის თავისებურება. ტყე. იოსე უე (寄せ植え) და კაბუდაჩი (株 立)

იოსე უე (寄せ植え) იოსე უე  სტილი  პატარა ტყის მინიატურული მოდელია. ხეების ასეთი ჯგუფი  ნებისმიერ კლიმატურ ზონაში შეიძლება ვნახოთ. ამ სტილის ბონსაის გაკეთებას თავისი პლუსი აქვს. იოსე უეს შექმნისას შეიძლება გამოვიყენოთ 2-3 წლის ნერგები. დამწყებ მოყვარულებს, რომლებსაც ეჩქარებათ თავიანთი ნამუშევრის შედეგის ნახვა, შეუძლიათ ამ სტილში დაიწყონ მუშაობა. ამ სტილისთვის ის ნერგებიც კი გამოდგება, რომლებსაც ტოტები კარგად[…]

გაიგე მეტი »

ბონსაი ალექსანდრე მესხი

ბონსაის სხვადასხვა სტილის შექმნის თავისებურება. მინიატურული ლანდშაფტი. საიკეი (栽景)

   საიკეი ეს არის ქვების, მიწის, წყლის, ბალახოვანი მცენარეების, ხავსისა და პატარა ხეების გამოყენებით მინიატურული ლანდშაფტის შექმნა. საიკეი ჰარმონიულად შეთავსებული მინიატურული ბუნების ილუზიას უნდა ქმნიდეს. ყველა კომპონენტი ისე უნდა მოთავსდეს კონტეინერში, რომ დაცული იყოს ყველა პროპორცია, ხოლო კომპოზიცია ბუნებრივად გამოიყურებოდეს.    საიკეის შემთხვევაში მიწა, ქვები და მცენარეები ისეა განლაგებული, რომ[…]

გაიგე მეტი »

ალექსანდრე მესხი

ბონსაის ფესვები

 ფესვების მთავარი ფუნქცია მცენარის წყლით, საკვები ნივთიერებით მომარაგება და მიწაში გამაგრებაა. ბონსაის შემთხვევაში კი, ფესვებს, გარდა ფუნქციონალური მნიშვნელობისა, დეკორატიული დანიშნულებაც აქვს. ბონსაი გაცილებით ლამაზია, როდესაც კარგად განვითარებული მსხვილი ფესვების გარკვეული რაოდენობა მიწის ზედაპირზე ჩანს. ასეთი ბონსაი ღონიერი, მყარად მდგარი ხის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუ მსხვილი ფესვები ზედაპირზე არ ჩანს, ულამაზესად ფორმირებული[…]

გაიგე მეტი »

ბონსაის დაცვა ზაფხულში

   ზაფხულის პერიოდში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა ძალიან მაღალია, თუ განსაკუთრებული ზომები არ მივიღეთ ბონსაის დასაცავად, მცენარე შეიძლება დაზიანდეს, ან საერთოდ გახმეს. მცენარის გაგრილდება ხდება ფოთლებიდან, წყლის აორთქლების საშუალებით. მაღალი ტემპერატურის დროს მცენარე მალე კარგავს სითხეს. როდესაც ბონსაის სიცხეში არასაკმარისი რაოდენობის წყალი მიეწოდება, ფოთლის ტემპერატურამ შეიძლება კრიტიკულ ზღვარს მიაღწიოს. ფოთლების ჭკნობა[…]

გაიგე მეტი »

ბონსაის მოვლა (დაავადებები და მავნებლები)

დაავადებები და მავნებლები    ყველა ბაღის ან ოთახის მცენარის მსგავსად, ბონსაისაც უჩნდება დაავადებები და ესევა სხვადასხვა მავნე მწერები. მცენარის მდგომარეობის კონტროლი ბონსაის მოყვარულის ყოველდღიური საზრუნავია, განსაკუთრებით გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში. ამ დროს აქტიურდებიან მავნებლები და უფრო დიდი რისკია მცენარის სხვადასხვა დაავადებით დაზიანების. ამიტომ აუცილებელია მუდმივი ყურადღება, მავნებელმა მწერებმა ან დაავადებამ გამოუსწორებელი ზიანი[…]

გაიგე მეტი »

ღვია

ბონსაის სხვადასხვა სტილების შექმნის თავისებურება. კომპოზიცია ქვაზე. იშიცუკი (石付) და სეკიძიეძიუ (石 上 樹)

   კომპოზიცია ქვაზე შეიძლება დავყოთ ორ სხვადასხვა სახეობად: იშიცუკი (石付) – როდესაც ფესვები მთლიანად ქვაშია, და სეკიძიეძიუ (石 上 樹) – როდესაც მცენარის ფესვები ქვაზე გარედან არის შემოხვეული. როგორც ყველა სტილი, ასევე კომპოზიცია ქვაზეც  ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს. მცენარის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ პირველი ტოტი ახლოს უნდა იყოს ფესვებთან. სხვა სტილებში, ქვედა ტოტის[…]

გაიგე მეტი »

ტანუკი ბონსაი

   ტანუკის ბონსაი არის ცოცხალი ხე რომელიც მიმაგრებულია მკვდარ მერქანზე. ამისთვის იღებენ რომელიმე გამხმარ ხის ნაწილს, (ბუნებრივად დაზიანებული ეფექტი აქვს) და მასზე ამაგრებენ ცოცხალ მცენარეს. თავდაპირველად  აკეთებენ არხს მკვდარ მასალაში, რომელშიც შემდეგ მყარად ამაგრებენ ახალგაზრდა ხეს. როგორც წესი ბონსაის სპეციალისტები  ტანუკისთვის  ღვიას ირჩევენ, რადგან მას ამტანია და საკმაოდ მოქნილი მერქანი აქვს.[…]

გაიგე მეტი »

წიწვოვანი ბონსაი

როგორ დავიწყოთ ნერგის ფორმირება (IV ნაწილი)

ფორმირება მავთულის საშუალებით     იმის შემდეგ რაც დაამთავრებთ პირველად გასხვლას, მავთულის საშუალებით უნდა დავიწყოთ ტოტების და ტანის ზრდის მიმართულების შეცვლა . ზოგი სახეობა იოლად ემორჩილება მავთულის დახვევით ფორმირებას, მაგალითად წიწვოვანი მცენარეები. ზოგს ისეთი მაგარი მერქანი აქვს, რომ მავთულით ფორმირება მხოლოდ ახლად ამოსულ ტოტზეა შესაძლებელი. ზოგ მცენარის ქერქი საკმაოდ ადვილად[…]

გაიგე მეტი »

როგორ დავიწყოთ ნერგის ფორმირება (III ნაწილი)

გასხვლის ტექნიკა ფოთოლმცვივანი ხეები    მსხვილი ტოტების მოჭრა ხდება ტანთან რაც შეიძლება ახლოს, ისე რომ არ დარჩეს პატარა გამონაშვერიც კი. ამისთვის გამოიყენება სპეციალური, ტოტების მოსაჭრელი მაკრატელი. ასეთი მაკრატლის საჭრისი ისეა გაკეთებული რომ, ტოტის მოჭრის შემდეგ ტანზე არანაირი გამონაშვერი არ რჩება.ასეთი ინსტრუმენტის არქონის შემთხვევაში, ტოტი გადაჭერით ჩვეულებრივი სეკატორით და გადაჭრის ზედაპირი[…]

გაიგე მეტი »

ბონსაის ფორმირება

როგორ დავიწყოთ ნერგის ფორმირება (II ნაწილი)

 ძირითადი ტოტები    არსებობს რამდენიმე წესი რომლის საფუძველზეც ხდება იმ ტოტების მოჭრა, რომლებიც მომავალი ბონსაის ფორმისთვის ხელისშემშლელი იქნება. სურათებზე ნაჩვენებია ტოტების სავარაუდო განლაგება და მონიშნულია ის ტოტები რომლებიც უნდა მოიჭრას: ერთი წერტილიდან გაზრდილი ტოტებიდან მხოლოდ ერთ-ერთი უნდა დარჩეს. წინა მხარეს არსებული ტოტი, რომელიც მიმართულია პირდაპირ დამკვირვებელზე უნდა მოიჭრას. მოხრილი ტოტი,[…]

გაიგე მეტი »

ვაშლი

როგორ დავიწყოთ ნერგის ფორმირება (I ნაწილი)

დათესვით მიღებული ნერგი დავუშვათ გვაქვს ნერგი, რომელიც დათესვის შედეგად მივიღეთ. გვიან შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე გადავაჭრათ კენწერო, დავტოვოთ 3-4 კარგად განვითარებული კვირტი. გადაჭრის შემდეგ დარჩენილი კვირტებიდან ახალი ამონაყარი დაიწყებს ზრდას. ახალ ამონაყარს ერთი ზრდის სეზონის განმავლობაში ვაცლით თავისუფლად განვითარებას. შემდეგ სეზონზე ისევე ვაჭრით კენწეროს და იმ ტოტის დაბოლოებას, რომელიც საგრძნობლად გაიზრდება[…]

გაიგე მეტი »

ალექსანდრე მესხი მიწა ბონსაისთვის

მიწა ბონსაისთვის

   კარგად განვითარებული და ჯანმრთელი ბონსაის გაზრდის ერთ-ერთი მთავარი პირობა სწორად შერჩეული მიწის ნაზავია. მიწა უნდა შეიცავდეს საკმარის საკვებ ნივთიერებას, კარგად უნდა ატარებდეს წყალს (მორწყვისას ზედაპირზე წყალი არ უნდა გუბდებოდეს), ინარჩუნებდეს ტენიანობას და ფესვები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჟანგბადით.    ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხი ბონსაის ენთუზიასტებსა და სპეციალისტებს შორის ბონსაისთვის მიწის[…]

გაიგე მეტი »

კოწახური

ხეები ბონსაისთვის (კოწახური)

   კოწახური (Bérberis) მარადმწვანე, ნახევრად მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი ბუჩქია, იშვიათად ხე. 450 სახეობა, ხარობს თითქმის ყველა კლიმატურ ზონაში. ამჯობინებს კლდოვან, ქვიან გრუნტს. სინათლის მოყვარულია. სიმაღლეში 2 მეტრამდე იზრდება. ფართოდ გამოიყენება მებაღეობაში.    კოწახური რატომღაც არ ითვლება „კლასიკურ“ მცენარედ ბონსაისთვის. მიუხედავადა ამისა ამ მცენარისგან შეიძლება ძალიან ლამაზი მინიატურული ხის შექმნა. აქვს[…]

გაიგე მეტი »

ბონსაი

ხეები ბონსაისთვის (იაპონური ნეკერჩხალი და ლიქვიდამბარი)

იაპონური ნეკერჩხალი (ლათ. Acer palmatum) ამ სახეობის ნეკერჩხალი ძალიან პოპულარულია მებაღეობაში ფოთლების ფორმის, ფერის და ვარჯის სილამაზის გამო. იაპონური ნეკერჩხალი პატარა ხე ან ბუჩქია. სიმაღლეში მაქსიმუმ 10 მეტრამდე იზრდება. სელექციონერების მიერ გამოყვანილია იაპონური ნეკერჩხლის ასობით სახეობა, განსხვავებული ფოთლებით და ზრდის თვისებებით. ის საკმაოდ ნელა იზრდება. იაპონური ნეკერჩხალი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარეა ბონსაის[…]

გაიგე მეტი »

ბონსაი

ხეები ბონსაისთვის. (ნაძვი და ღვია)

ნაძვი (ლათ. Picea) ნაძვი მარადმწვანე ტანმაღალი (20-30 მეტრი) ხეა, ფიჭვისებრთა ოჯახი. საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა აღმოსავლური ნაძვი (ლათ. Picea orientalis). ასევე გავრცელდა ევროპული ნაძვი (ლათ. Picea excelsa),ჰიმალაური ნაძვი (ლათ. Picea morinda),. ნაძვი 15-20 წელი ნელა იზრდება, შემდეგ კი საკმაოდ სწრაფად. ნაძვი ჩრდილის ამტანი, ყინვაგამძლე მცენარეა, ცოცხლობს 250-300 წელი ბონსაის[…]

გაიგე მეტი »

თუთა და ვაშლი ბონსაი

ხეები ბონსაისთვის. (თუთა და ვაშლი)

თუთა (ლათ. Morus)    თუთა ფოთოლმცვივანი ხეები ან იშვიათად ბუჩქებია. საქართველოში იზრდება თუთის 2 სახეობა: თეთრი თუთა (Mórus álba) და ხართუთა (Mórus nígra). ის სინათლის მოყვარული მცენარეა. გვალვაგამძლე კარგად იზრდება ნოყიერ ნიადაგში. ცოცხლობს 200-300 წელი, ახალგაზრდა ხე სწრაფად იზრდება, მერე ნელ-ნელა ზრდის ტემპი იკლებს და იშვიათად იზრდება 10-15 მ-ზე მაღალი.[…]

გაიგე მეტი »

ბონსაის ქოთნები

კონტეინერი ბონსაისთვის

   ბონსაის დასრულებული სახე რომ მიეცეს, საჭიროა მისთვის შესაფერისი კონტეინერი შევარჩიოთ. კონტეინერი და მცენარე ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს. კონტეინერი უბრალო და სადა უნდა იყოს. ჭრელაჭრულა ან ძალიან ლამაზი ანტიკვარული ქოთანი ზედმეტად თვალშისაცემია და ბონსაისათვის ნაკლებად გამოსადეგია. ბონსაის კულტურაში ყურადღებას მეტწილად მცენარე უნდა იპყრობდეს, კონტეინერი მნიშვნელობით მხოლოდ მეორე ადგილზე დგას.  […]

გაიგე მეტი »

ვაშლი

ბონსაის ფორმირების მეთოდები და ტექნიკა

   როდესაც ადამიანი ბონსაის შექმნას გადაწყვეტს, მისი თვითმიზანი არ უნდა იყოს ხის მხოლოდ მინიატურული ზომის შენარჩუნება. ხე რომ არ გაიზარდოს და პატარა დარჩეს, სულაც არ არის საჭირო ბევრი რამის გაკეთება. მარტივად რომ ვთქვათ, ჩარგეთ პატარა მცენარე ქოთანში, გადაჭერით ყველა წამოზრდილი ტოტი და მიიღებთ “ჯუჯა” ხეს. მაგრამ ბონსაი გაცილებით უფრო მეტს[…]

გაიგე მეტი »

ინსტრუმენტები ბონსაისთვის

ინსტრუმენტები და დამხმარე მასალები ბონსაისთვის

   იმისთვის რომ შევძლოთ საკმაოდ სპეციფიკური სამუშაოების ჩატარება ბონსაის გასაზრდელად, გარკვეული სახის ინსტრუმენტებია საჭირო. მთელ მსოფლიოში, ენთუზიასტები თუ სპეციალისტები, უპირატესობას ბონსაისთვის სპეციალურად შექმნილ ინსტრუმენტებს ანიჭებენ. ეს ინსტრუმენტები დიდად არ განსხვავდება მებაღეობაში გამოყენებად ჩვეულებრივი ინსტრუმენტებისაგან, მაგრამ მინიატურულ ხეებზე სამუშაოდ მათი გამოყენება უფრო მოსახერხებელია და საგრძნობლად აიოლებს ფორმირებაზე თუ გადარგვაზე მუშაობას. მათი[…]

გაიგე მეტი »

ბონსაის მოვლა (სასუქი)

   ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, გარდა ნახშირბადის(C), წყალბადის(Н) და ჟანგბადისა(O) რომელსაც მცენარე ჰაერით და წყლით იღებს, მცენარისთვის აუცილებელია მიწიდან მიიღოს საკვები, მაკრო და მიკრო ელემენტები. მაკროელემენტებია: აზოტი(N), ფოსფორი(P), კალიუმი(K), კალციუმი(Ca), აგრეთვე საჭიროა სხვადასხვა მიკროელემენტები ძალიან მცირე დოზით:მაგნიუმი(Mg). რკინა(Fe), სპილენძი(Cu), თუთია(Zn), მოლიბდენი(Mo), ბორი(B). მანგანუმი(Mn), ნატრიუმი (Na) და კიდევ სხვა ელემენტები. ყველა ამ ელემენტის[…]

გაიგე მეტი »

კანადური ნაძვი

ბონსაის მოვლა (ადგილმდებარეობა)

   ბონსაის ყურადღება წელიწადის ოთხივე დროს სჭირდება . მისი მოვლა  დროს და ყურადღებას მოითხოვს, უფრო მეტს, ვიდრე ბაღის ან ოთახის ჩვეულებრივი მცენარე. ბონსაის უნდა შეურჩიოთ შესაბამისი ადგილი, სადაც მცენარე წელიწადის უმეტეს დროს იქნება მოთავსებული, მორწყათ და შეიტანოთ სასუქი საჭირო დროს, დაიცვათ დაავადებისა და მავნებლებისგან, მოარიდოთ მცხუნვარე მზეს და ყინვას, პერიდულად[…]

გაიგე მეტი »

ბონსაის გადარგვა

პირველი ჩარგვა კონტეინერში      დიდი ჭურჭლიდან ან გრუნტიდან კონტეინერში პირველად გადარგვა ერთი შეხედვით არც თუ ისე რთულია, მაგრამ ჩვენ საქმე  მინიატურულ მცენარესთან გვაქვს, რომლის თითოეულ პატარა დეტალსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გადარგვის დაწყებამდე უნდა შევარჩიოთ შესაფერისი კონტეინერი და უნდა ვიცოდეთ რა რაოდენობის ფესვების შეკრეჭა მოგვიწევს, რომ ნერგი ზუსტად ისე[…]

გაიგე მეტი »

იაპონური ნეკერჩხალი

ბონსაის ყიდვა

   ძალიან ბევრ ქვეყანაში ბონსაი სპეციალიზირებულ მაღაზიებში ან პერიოდულად მოწყობილ გამოფენებზე იყიდება. საქართველოში  ბონსაის შეძენა, საბაღე მაღაზიებშია შესაძლებელი. ძირითადად ეს ევროპაში კომერციული მიზნით დამზადებული პატარა ზომის ფიკუსები ან ჩინური თელაა. ეს ჯიშები მხოლოდ ოთახის ბონსაისთვის გამოდგება. ამ დროს, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, ეს მცენარეები ბონსაის ნამდვილი შემფასებლისთვის ნაკლებადაა ღირებული (არასათანადო[…]

გაიგე მეტი »

ალექსანდრე მესხი ბონსაის მორწყვა

ბონსაის მორწყვა

   შეიძლება სადმე გაიგოთ ან წაიკითხოთ: “მორწყვა ხელს უწყობს მცენარის ზრდას სწორედ ამიტომ თუ ბონსაის იშვიათად მორწყავთ ის დიდი არ გაიზრდება და უფრო იოლად მივაღწევთ სასურველ შედეგს”. ეს აბსოლუტურად მცდარი აზრია. თუ ბონსაის არ მორწყავთ სათანადოდ, მცენარე სუსტი და ულამაზო იქნება, წყლის ნაკლებობის გამო კი ის შეიძლება საერთოდ გახმეს. ბონსაის[…]

გაიგე მეტი »

ბონსაის მოვლა ზამთარში

   ზამთარში ხე სიმშვიდის მდგომარეობაში იმყოფება და გაზაფხულამდე მისი აქტიური განვითარება დროებით შეჩერებულია. სიმშვიდის პერიოდი ისევე აუცილებელია მცენარის სიცოცხლისუნარიანობისთვის როგორც აქტიური ზრდის პერიოდი. ამიტომ,ზამთარში ბონსაის სითბოში შემოტანა, მხოლოდ იმ მოტივით რომ მას “შეიძლება შეცივდეს”, მცენარისთვის დამღუპველია. რა თქმა უნდა, თუ მას 1-2 დღით ოთახში შემოვიტანთ, ინტერიერის გასალამაზებლად, ეს ზიანის მომტანი[…]

გაიგე მეტი »

ბონსაი

არის თუ არა მცენარე ”ცოდო” ბონსაისთვის?

   არის თუ არა  მცენარე ”ცოდო” ბონსაისთვის?  ვერ ვიტყვი რომ, ხშირად მაგრამ ეს კითხვა ჩემთვის დაუსვამთ. რამდენიმე ხნის წინ აქაც დასვეს ეს კითხვა. მავთულით დაგრეხა, ფესვების და ტოტების მოჭრა, პატარა ქოთანი,  ეს ხომ მცენარეს წვალებაა. ”შენ რომ ფეხები და ხელები მოგაჭრა კარგი იქნება?”, ”კომპრაჩიკოსი ხომ არ ხარ?”, ასეთი შეკითხვაც გამიგია. […]

გაიგე მეტი »

ბონსაის გამოფენა ინტერიერში

   ტრადიციულ იაპონურ სახლში არსებობს სპეციალური ადგილი, პატარა ნიშა, რომელსაც იაპონურად ტოკონომა ჰქვია. ტოკონომა, იაპონური არისტოკრატიული სახლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ეს ადგილი  ტრადიციულ გრავიურას , კალიგრაფიულად დაწერილ რამე გამონათქვამს ან იკებანას გამოსაფენად ეთმობა. ასევე ტრადიციად ჩამოყალიბდა ტოკონომაში ბონსაის მოთავსებაც.    იდეალური ადგილი ბონსაის გამოსაფენად: განცალკევებული, თითქმის ცარიელი ადგილი, სადაც ბონსაის […]

გაიგე მეტი »

ნახევრად გამხმარი ნერგიდან ბონსაიმდე

ეს ურთხელი ერთ-ერთია, დიდ ქოთანში ჩარგული  ხუთი მცენარიდან,  ეგრეთ წოდებული კასეტა. მისი სიმაღლე ერთი მეტრი იყო.  მცენარეს დიდი გზა აქვს გავლილი, ის ჩვენთან იტალიის სანერგიდან არის ჩამოტანილი. ჩამოსვლიდან, დაახლოებით ერთ თვეში, მცენარეებმა გახმობა დაიწყეს. მხოლოდ ერთ მათგანს შერჩა  რამდენიმე მწვანე ტოტი. ხუთი წლის წინ  თებერვლის ბოლოს, გადავწყვიტე მცენარის გადასარჩენად ის,[…]

გაიგე მეტი »

ბონსაი თუთა

ბონსაის ზომა

“რა სიმაღლის უნდა იყოს ბონსაი?” ამ კითხვაზე ზუსტი, მათემატიკურად განსაზღვრული პასუხი  არ არსებობს. ბონსაი შეიძლება სულ რაღაც  5 სანტიმეტრი, ან “გიგანტური”- 2 მეტრამდე სიმაღლის იყოს. არსებობს ბონსაის ზომის მიხედვით განსხვავების ტრადიციული კლასიფიკაცია და შესაბამისი იაპონური ტერმინოლოგია: Keishi   2.5 სმ. (მინიატურული) Shito   7.5 სმ (ძალიან პატარა) Mame   15 სმ (პატარა) Shohin […]

გაიგე მეტი »