ბონსაის ფორმის სრულყოფა და მინიატურული ზომის შენარჩუნება (წიწვოვანი მცენარეები)

ფორმირების პირველი ეტაპის დამთავრების შემდეგ, (შეჭრილია ყველა არასაჭირო ძირითადი და მეორე რიგის ტოტები, მავთულის საშუალებით ტოტები დაფიქსირებულია სასურველ პოზიციაში) საჭიროა  ვარჯის სრულყოფაზე და მინიატურული ზომის შენარჩუნებაზე ვიზრუნოთ. ფორმის და ზომის შესანარჩუნებელი გასხვლა ბონსაის სიცოცხლის მთელი პერიოდის განმავლობაში სჭირდება.    არც ერთი ნერგი არ მიიღებს ჩვენთვის სასურველ ფორმას პირველივე გასხვლის და მავთულის კარკასის[…]

გაიგე მეტი »

ბონსაი მესხი

ბონსაის ფორმის სრულყოფა და მინიატურული ზომის შენარჩუნება (ფოთოლმცვივანი ხეები)

   ფორმირების პირველი ეტაპის დამთავრების შემდეგ, (შეჭრილია ყველა არასაჭირო ძირითადი და მეორე რიგის ტოტები, მავთულის საშუალებით ტოტები დაფიქსირებულია სასურველ პოზიციაში) საჭიროა  ვარჯის სრულყოფაზე და მინიატურული ზომის შენარჩუნებაზე ვიზრუნოთ. ფორმის და ზომის შესანარჩუნებელი გასხვლა ბონსაის სიცოცხლის მთელი პერიოდის განმავლობაში სჭირდება.    არც ერთი ნერგი არ მიიღებს ჩვენთვის სასურველ ფორმას პირველივე გასხვლის და[…]

გაიგე მეტი »

სიმაღლე: 55 სმ

ბონსაის სხვადასხვა სტილის შექმნის თავისებურება. ტყე. იოსე უე (寄せ植え) და კაბუდაჩი (株 立)

იოსე უე (寄せ植え) იოსე უე  სტილი  პატარა ტყის მინიატურული მოდელია. ხეების ასეთი ჯგუფი  ნებისმიერ კლიმატურ ზონაში შეიძლება ვნახოთ. ამ სტილის ბონსაის გაკეთებას თავისი პლუსი აქვს. იოსე უეს შექმნისას შეიძლება გამოვიყენოთ 2-3 წლის ნერგები. დამწყებ მოყვარულებს, რომლებსაც ეჩქარებათ თავიანთი ნამუშევრის შედეგის ნახვა, შეუძლიათ ამ სტილში დაიწყონ მუშაობა. ამ სტილისთვის ის ნერგებიც კი გამოდგება, რომლებსაც ტოტები კარგად[…]

გაიგე მეტი »

ბონსაი ალექსანდრე მესხი

ბონსაის სხვადასხვა სტილის შექმნის თავისებურება. მინიატურული ლანდშაფტი. საიკეი (栽景)

   საიკეი ეს არის ქვების, მიწის, წყლის, ბალახოვანი მცენარეების, ხავსისა და პატარა ხეების გამოყენებით მინიატურული ლანდშაფტის შექმნა. საიკეი ჰარმონიულად შეთავსებული მინიატურული ბუნების ილუზიას უნდა ქმნიდეს. ყველა კომპონენტი ისე უნდა მოთავსდეს კონტეინერში, რომ დაცული იყოს ყველა პროპორცია, ხოლო კომპოზიცია ბუნებრივად გამოიყურებოდეს.    საიკეის შემთხვევაში მიწა, ქვები და მცენარეები ისეა განლაგებული, რომ[…]

გაიგე მეტი »

ბონსაის სხვადასხვა სტილების შექმნის თავისებურება. კომპოზიცია ქვაზე. იშიცუკი (石付) და სეკიძიეძიუ (石 上 樹)

   კომპოზიცია ქვაზე შეიძლება დავყოთ ორ სხვადასხვა სახეობად: იშიცუკი (石付) – როდესაც ფესვები მთლიანად ქვაშია, და სეკიძიეძიუ (石 上 樹) – როდესაც მცენარის ფესვები ქვაზე გარედან არის შემოხვეული. როგორც ყველა სტილი, ასევე კომპოზიცია ქვაზეც  ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს. მცენარის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ პირველი ტოტი ახლოს უნდა იყოს ფესვებთან. სხვა სტილებში, ქვედა ტოტის[…]

გაიგე მეტი »

ალექსანდრე მესხი

ბონსაის ფესვები

 ფესვების მთავარი ფუნქცია მცენარის წყლით, საკვები ნივთიერებით მომარაგება და მიწაში გამაგრებაა. ბონსაის შემთხვევაში კი, ფესვებს, გარდა ფუნქციონალური მნიშვნელობისა, დეკორატიული დანიშნულებაც აქვს. ბონსაი გაცილებით ლამაზია, როდესაც კარგად განვითარებული მსხვილი ფესვების გარკვეული რაოდენობა მიწის ზედაპირზე ჩანს. ასეთი ბონსაი ღონიერი, მყარად მდგარი ხის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუ მსხვილი ფესვები ზედაპირზე არ ჩანს, ულამაზესად ფორმირებული[…]

გაიგე მეტი »

ბონსაის დაცვა ზაფხულში

   ზაფხულის პერიოდში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა ძალიან მაღალია, თუ განსაკუთრებული ზომები არ მივიღეთ ბონსაის დასაცავად, მცენარე შეიძლება დაზიანდეს, ან საერთოდ გახმეს. მცენარის გაგრილდება ხდება ფოთლებიდან, წყლის აორთქლების საშუალებით. მაღალი ტემპერატურის დროს მცენარე მალე კარგავს სითხეს. როდესაც ბონსაის სიცხეში არასაკმარისი რაოდენობის წყალი მიეწოდება, ფოთლის ტემპერატურამ შეიძლება კრიტიკულ ზღვარს მიაღწიოს. ფოთლების ჭკნობა[…]

გაიგე მეტი »

ბონსაის მოვლა (დაავადებები და მავნებლები)

დაავადებები და მავნებლები    ყველა ბაღის ან ოთახის მცენარის მსგავსად, ბონსაისაც უჩნდება დაავადებები და ესევა სხვადასხვა მავნე მწერები. მცენარის მდგომარეობის კონტროლი ბონსაის მოყვარულის ყოველდღიური საზრუნავია, განსაკუთრებით გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში. ამ დროს აქტიურდებიან მავნებლები და უფრო დიდი რისკია მცენარის სხვადასხვა დაავადებით დაზიანების. ამიტომ აუცილებელია მუდმივი ყურადღება, მავნებელმა მწერებმა ან დაავადებამ გამოუსწორებელი ზიანი[…]

გაიგე მეტი »

ტანუკი ბონსაი

   ტანუკის ბონსაი არის ცოცხალი ხე რომელიც მიმაგრებულია მკვდარ მერქანზე. ამისთვის იღებენ რომელიმე გამხმარ ხის ნაწილს, (ბუნებრივად დაზიანებული ეფექტი აქვს) და მასზე ამაგრებენ ცოცხალ მცენარეს. თავდაპირველად  აკეთებენ არხს მკვდარ მასალაში, რომელშიც შემდეგ მყარად ამაგრებენ ახალგაზრდა ხეს. როგორც წესი ბონსაის სპეციალისტები  ტანუკისთვის  ღვიას ირჩევენ, რადგან მას ამტანია და საკმაოდ მოქნილი მერქანი აქვს.[…]

გაიგე მეტი »

როგორ დავიწყოთ ნერგის ფორმირება (IV ნაწილი)

ფორმირება მავთულის საშუალებით     იმის შემდეგ რაც დაამთავრებთ პირველად გასხვლას, მავთულის საშუალებით უნდა დავიწყოთ ტოტების და ტანის ზრდის მიმართულების შეცვლა . ზოგი სახეობა იოლად ემორჩილება მავთულის დახვევით ფორმირებას, მაგალითად წიწვოვანი მცენარეები. ზოგს ისეთი მაგარი მერქანი აქვს, რომ მავთულით ფორმირება მხოლოდ ახლად ამოსულ ტოტზეა შესაძლებელი. ზოგ მცენარის ქერქი საკმაოდ ადვილად[…]

გაიგე მეტი »

სიმაღლე: 45 სმ

როგორ დავიწყოთ ნერგის ფორმირება (III ნაწილი)

გასხვლის ტექნიკა ფოთოლმცვივანი ხეები    მსხვილი ტოტების მოჭრა ხდება ტანთან რაც შეიძლება ახლოს, ისე რომ არ დარჩეს პატარა გამონაშვერიც კი. ამისთვის გამოიყენება სპეციალური, ტოტების მოსაჭრელი მაკრატელი. ასეთი მაკრატლის საჭრისი ისეა გაკეთებული რომ, ტოტის მოჭრის შემდეგ ტანზე არანაირი გამონაშვერი არ რჩება.ასეთი ინსტრუმენტის არქონის შემთხვევაში, ტოტი გადაჭერით ჩვეულებრივი სეკატორით და გადაჭრის ზედაპირი[…]

გაიგე მეტი »

ბონსაის ფორმირება

როგორ დავიწყოთ ნერგის ფორმირება (II ნაწილი)

 ძირითადი ტოტები    არსებობს რამდენიმე წესი რომლის საფუძველზეც ხდება იმ ტოტების მოჭრა, რომლებიც მომავალი ბონსაის ფორმისთვის ხელისშემშლელი იქნება. სურათებზე ნაჩვენებია ტოტების სავარაუდო განლაგება და მონიშნულია ის ტოტები რომლებიც უნდა მოიჭრას: ერთი წერტილიდან გაზრდილი ტოტებიდან მხოლოდ ერთ-ერთი უნდა დარჩეს. წინა მხარეს არსებული ტოტი, რომელიც მიმართულია პირდაპირ დამკვირვებელზე უნდა მოიჭრას. მოხრილი ტოტი,[…]

გაიგე მეტი »

როგორ დავიწყოთ ნერგის ფორმირება (I ნაწილი)

დათესვით მიღებული ნერგი დავუშვათ გვაქვს ნერგი, რომელიც დათესვის შედეგად მივიღეთ. გვიან შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე გადავაჭრათ კენწერო, დავტოვოთ 3-4 კარგად განვითარებული კვირტი. გადაჭრის შემდეგ დარჩენილი კვირტებიდან ახალი ამონაყარი დაიწყებს ზრდას. ახალ ამონაყარს ერთი ზრდის სეზონის განმავლობაში ვაცლით თავისუფლად განვითარებას. შემდეგ სეზონზე ისევე ვაჭრით კენწეროს და იმ ტოტის დაბოლოებას, რომელიც საგრძნობლად გაიზრდება[…]

გაიგე მეტი »

მიწა ბონსაისთვის

   კარგად განვითარებული და ჯანმრთელი ბონსაის გაზრდის ერთ-ერთი მთავარი პირობა სწორად შერჩეული მიწის ნაზავია. მიწა უნდა შეიცავდეს საკმარის საკვებ ნივთიერებას, კარგად უნდა ატარებდეს წყალს (მორწყვისას ზედაპირზე წყალი არ უნდა გუბდებოდეს), ინარჩუნებდეს ტენიანობას და ფესვები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჟანგბადით.    ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხი ბონსაის ენთუზიასტებსა და სპეციალისტებს შორის ბონსაისთვის მიწის[…]

გაიგე მეტი »

ასაკი ≈ 35 წელი. სიმაღლე: 80 სმ

ხეები ბონსაისთვის. (ფიჭვი)

   ფიჭვი მარადმწვანე წიწვოვანი ხე, ფიჭვისებრთა ოჯახი. სიმაღლეში 50 მეტრამდე იზრდება. ცოცხლობს 300-1000წელი. ქერქი ტანზე ღრმად დაღარულია, ტოტებზე ფირფიტებად იქერცლება. წიწვებს 2-3 წელიწადში ერთხელ იცვლის. ფესვთა სისტემა ძლიერი აქვს. გვალვა და ყინვა გამძლეა. სინათლის მოყვარული მცენარეა, ვერ იტანს დაჩრდილვას, იზრდება როგორც მდიდარ ისე მწირ, ქვიან ნიადაგზე. გვხვდება ტორფიან ჭაობებზეც კი.[…]

გაიგე მეტი »

სიმაღლე: 25 სმ

ხეები ბონსაისთვის (კოწახური)

   კოწახური (Bérberis) მარადმწვანე, ნახევრად მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი ბუჩქია, იშვიათად ხე. 450 სახეობა, ხარობს თითქმის ყველა კლიმატურ ზონაში. ამჯობინებს კლდოვან, ქვიან გრუნტს. სინათლის მოყვარულია. სიმაღლეში 2 მეტრამდე იზრდება. ფართოდ გამოიყენება მებაღეობაში.    კოწახური რატომღაც არ ითვლება „კლასიკურ“ მცენარედ ბონსაისთვის. მიუხედავადა ამისა ამ მცენარისგან შეიძლება ძალიან ლამაზი მინიატურული ხის შექმნა. აქვს[…]

გაიგე მეტი »

ხეები ბონსაისთვის (იაპონური ნეკერჩხალი და ლიქვიდამბარი)

იაპონური ნეკერჩხალი (ლათ. Acer palmatum) ამ სახეობის ნეკერჩხალი ძალიან პოპულარულია მებაღეობაში ფოთლების ფორმის, ფერის და ვარჯის სილამაზის გამო. იაპონური ნეკერჩხალი პატარა ხე ან ბუჩქია. სიმაღლეში მაქსიმუმ 10 მეტრამდე იზრდება. სელექციონერების მიერ გამოყვანილია იაპონური ნეკერჩხლის ასობით სახეობა, განსხვავებული ფოთლებით და ზრდის თვისებებით. ის საკმაოდ ნელა იზრდება. იაპონური ნეკერჩხალი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარეა ბონსაის[…]

გაიგე მეტი »

ბონსაი ნაძვი

ხეები ბონსაისთვის. (ნაძვი და ღვია)

ნაძვი (ლათ. Picea) ნაძვი მარადმწვანე ტანმაღალი (20-30 მეტრი) ხეა, ფიჭვისებრთა ოჯახი. საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა აღმოსავლური ნაძვი (ლათ. Picea orientalis). ასევე გავრცელდა ევროპული ნაძვი (ლათ. Picea excelsa),ჰიმალაური ნაძვი (ლათ. Picea morinda),. ნაძვი 15-20 წელი ნელა იზრდება, შემდეგ კი საკმაოდ სწრაფად. ნაძვი ჩრდილის ამტანი, ყინვაგამძლე მცენარეა, ცოცხლობს 250-300 წელი ბონსაის[…]

გაიგე მეტი »

მუხის ბონსაი ალექსანდრე მესხი

ხეები ბონსაისთვის. (მუხა)

  მუხა წიფლისებრთა ოჯახი, მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი ხეებია. საქართველოში გავრცელებულია 7 სახეობა. ჰართვისის მუხა, იმერეთის მუხა (Quercus imeretina), ჭალის მუხა, პონტოური მუხა (Quercus pontica) ქართული მუხა, მაღალმთის მუხა, ჭოროხის მუხა. მუხა ძალიან ნელა იზრდება, 80-100 წლის კიდევ იმატებს სიმაღლეში. ფესვები ღრმად იზრდება გრუნტში. ცოცხლობს 800 წელი. სინათლის და სითბოს მოყვარულია.[…]

გაიგე მეტი »

ხეები ბონსაისთვის. (თუთა და ვაშლი)

თუთა (ლათ. Morus)    თუთა ფოთოლმცვივანი ხეები ან იშვიათად ბუჩქებია. საქართველოში იზრდება თუთის 2 სახეობა: თეთრი თუთა (Mórus álba) და ხართუთა (Mórus nígra). ის სინათლის მოყვარული მცენარეა. გვალვაგამძლე კარგად იზრდება ნოყიერ ნიადაგში. ცოცხლობს 200-300 წელი, ახალგაზრდა ხე სწრაფად იზრდება, მერე ნელ-ნელა ზრდის ტემპი იკლებს და იშვიათად იზრდება 10-15 მ-ზე მაღალი.[…]

გაიგე მეტი »

რცხილა

ხეები ბონსაისთვის. (რცხილა)

  რცხილა ფოთოლმცვივანი ხე ან მაღალი ბუჩქია. აქვს რუხი ფერის, გლუვი ქერქი. საქართველოში იზრდება 2 სახეობა: კავკასიური რცხილა(Carpinus caucasica) და ჯაგრცხილა. რცხილა ჩრდილის ამტანი, სითბოს მოყვარული მცენარეა ყინვა არ აზიანებს. გარდა ბუნძინგსა (文人木) რცხილასგან ყველა სტილის საშუალო ან დიდი ზომის ბონსაი იქმნება სტატია ბონსაის სტილების შესახებ  ადგილმდებარობა: მზიანი ადგილი ან ნახევრად ჩრდილი.[…]

გაიგე მეტი »

ბონსაის ქოთნები

კონტეინერი ბონსაისთვის

   ბონსაის დასრულებული სახე რომ მიეცეს, საჭიროა მისთვის შესაფერისი კონტეინერი შევარჩიოთ. კონტეინერი და მცენარე ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს. კონტეინერი უბრალო და სადა უნდა იყოს. ჭრელაჭრულა ან ძალიან ლამაზი ანტიკვარული ქოთანი ზედმეტად თვალშისაცემია და ბონსაისათვის ნაკლებად გამოსადეგია. ბონსაის კულტურაში ყურადღებას მეტწილად მცენარე უნდა იპყრობდეს, კონტეინერი მნიშვნელობით მხოლოდ მეორე ადგილზე დგას.  […]

გაიგე მეტი »

ბონსაის ფორმირების მეთოდები და ტექნიკა

   როდესაც ადამიანი ბონსაის შექმნას გადაწყვეტს, მისი თვითმიზანი არ უნდა იყოს ხის მხოლოდ მინიატურული ზომის შენარჩუნება. ხე რომ არ გაიზარდოს და პატარა დარჩეს, სულაც არ არის საჭირო ბევრი რამის გაკეთება. მარტივად რომ ვთქვათ, ჩარგეთ პატარა მცენარე ქოთანში, გადაჭერით ყველა წამოზრდილი ტოტი და მიიღებთ “ჯუჯა” ხეს. მაგრამ ბონსაი გაცილებით უფრო მეტს[…]

გაიგე მეტი »

ინსტრუმენტები ბონსაისთვის

ინსტრუმენტები და დამხმარე მასალები ბონსაისთვის

   იმისთვის რომ შევძლოთ საკმაოდ სპეციფიკური სამუშაოების ჩატარება ბონსაის გასაზრდელად, გარკვეული სახის ინსტრუმენტებია საჭირო. მთელ მსოფლიოში, ენთუზიასტები თუ სპეციალისტები, უპირატესობას ბონსაისთვის სპეციალურად შექმნილ ინსტრუმენტებს ანიჭებენ. ეს ინსტრუმენტები დიდად არ განსხვავდება მებაღეობაში გამოყენებად ჩვეულებრივი ინსტრუმენტებისაგან, მაგრამ მინიატურულ ხეებზე სამუშაოდ მათი გამოყენება უფრო მოსახერხებელია და საგრძნობლად აიოლებს ფორმირებაზე თუ გადარგვაზე მუშაობას. მათი[…]

გაიგე მეტი »