ღვია კლდეზე

ეს ბონსაი იშიცუკის (石付) სტილშია შესრულებული, რაც კლდეზე ჩაჭიდებულ,გაზრდილ ხეს ნიშნავს. ღვია პირდაპირ ქვაშია ჩარგული. ასეთი ფორმა იმეორებს ბუნებაში, კლდოვან ადგილებში წიწვოვანი ხეების ზრდის წესს. ბუნებაში ხეები ასეთ ფორმას არახელსაყრელი გარემო პირობების გამო იღებენ: როდესაც ნიადაგი ცოტაა და ფესვები მხოლოდ კლდის ნაპრალებში ეძებენ საყრდენს, ხე იძულებულია რელიეფს მოერგოს. ძლიერი ქარი,[…]

გაიგე მეტი »

ღვია

ამ ბონსაის ფორმირება 2013 წელს დაიწყო . ამ პერიოდის განმავლობაში ხეს რამდენჯერმე შეეცვალა ვარჯის სტრუქტურა და გადაირგო სხვადასხვა პროპორციისა და დიზაინის ქოთანში. მცენარის ფორმა იმიტირებს ბუნებრივ გარემოში მყოფ წიწვოვან ხეს, რომლის ვიზუალიც დროთა განმავლობაში არც თუ ისე იოლ გარემო პირობების ზემოქმედებით ჩამოყალიბდა. ღვია მარადმწვანე წიწვოვანი მცენარეა, რომელიც ბუნებაში ბუჩქის ან[…]

გაიგე მეტი »

ასაკი ≈ 35 წელი. სიმაღლე: 60 სმ

ჯაგრცხილა

   ამ ბონსაის ფორმა იმიტირებს ბუნებაში გადარჩენისთვის კონკურენციაში მყოფ ხეს, რომელსაც სინათლის მოსაპოვებლად ზრდის მიმართულების მრავალჯერადი შეცვლა მოუწია. ხის სტრუქტურა გადმოსცემს მზის ქვეშ ადგილის დამკვიდრების ბუნებრივ პროცესს, რაც მის ფორმის დინამიკაში გამოიხატება.    ჯაგრცხილა ბონსაის შესაქმნელად კარგ ხედ შეიძლება ჩაითვალოს. მისი გამძლეობის, ბუნებრივად ლამაზი ქერქის, ხშირი დატოტვისა და მცირე ზომის[…]

გაიგე მეტი »

თეთრი თუთა

ეს ბონსაი ჩემი პირველი ნამუშევარია, მასზე მუშაობა 1990 წელს დაიწყო. ის თუთის ნაყოფიდან არის გაზრდილი, რომელიც ვაკე-საბურთალოს გაზზე ვიპოვე და შემდეგ დავრგე. ხეზე მუშაობის ასე დაწყება ბონსაის ხელოვნებაში ხანგრძლივ და შრომატევად პროცესად მიიჩნევა. ფორმირების საწყის ეტაპზე, კულტურის შესწავლის პროცესში, ამ თუთამ რამდენიმე რადიკალური სტრუქტურული ცვლილება განიცადა, სანამ საბოლოო სახეს მიიღებდა.[…]

გაიგე მეტი »

ასაკი ≈ 25 წელი. სიმაღლე: 50 სმ

ღვიის მინიატურული ლანდშაფტი.

ამ მინიატურულ ლანდშაფტზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო. კომპოზიცია  6 გართხმული ღვიისგან შედგება. საიკეი ეს არის ქვების, მიწის, წყლის, ბალახოვანი მცენარეების, ხავსისა და პატარა ხეების გამოყენებით მინიატურული ლანდშაფტის შექმნა. ამ კომპოზიციაში გამოყენებულია ესპანეთიდან ჩამოტანილი ქვები, ე.წ. Woodenstone, რომლებსაც გაქვავებული ხის ფაქტურა აქვთ, თუმცა ის ბუნებრივი ქვებია. საიკეის შექმნისას კომპონენტები განლაგებულია გარკვეული[…]

გაიგე მეტი »

ასაკი ≈ 30 წელი. სიმაღლე: 80 სმ

იაპონური ნეკერჩხალი

ამ ნეკერჩხალზე მუშაობა 2013-2014 წლებში დაიწყო. ის ხოკიდაჩი (箒立ち) სტილშია შესრულებული. თავად ხის ასაკი დაახლოებით 30-35 წელია. ფორმირების პროცესში მცენარეს რამდენჯერმე შეეცვალა კონტეინერი (ქოთანი), რაც აუცილებელი იყო ფესვთა სისტემის სწორი განვითარებისა და ხის საერთო პროპორციების დასაცავად. იაპონური ნეკერჩხალი ბონსაის კულტურაში ერთ-ერთ კლასიკურ ჯიშად მიიჩნევა მისი მცირე ზომის ფოთლებისა და ლამაზი[…]

გაიგე მეტი »

ასაკი ≈ 30 წელი. სიმაღლე: 70 სმ

ტყე. იოსე უე

იოსე უეს სტილი ეს არის პატარა ტყის მინიატურული მოდელი. ხეების ასეთი ჯგუფი  ნებისმიერ კლიმატურ ზონაში შეიძლება ვნახოთ. ამ სტილის ბონსაის გაკეთებას თავისი პლუსი აქვს. იოსე უეს შექმნისას შეიძლება გამოვიყენოთ 2-3 წლის ნერგები. დამწყებ მოყვარულებს, რომლებსაც ეჩქარებათ თავიანთი ნამუშევრის შედეგის ნახვა, შეუძლიათ ამ სტილში დაიწყონ მუშაობა. ამ სტილისთვის ის ნერგებიც კი გამოდგება,[…]

გაიგე მეტი »

ka_GEKA