სიმაღლე: 60 სმ

მინიატურული ლანდშაფტი. საიკეი

საიკეი ეს არის ქვების, მიწის, წყლის, ბალახოვანი მცენარეების, ხავსისა და პატარა ხეების გამოყენებით მინიატურული ლანდშაფტის შექმნა. საიკეი ჰარმონიულად შეთავსებული მინიატურული ბუნების ილუზიას უნდა ქმნიდეს. ყველა კომპონენტი ისე უნდა მოთავსდეს კონტეინერში, რომ დაცული იყოს ყველა პროპორცია, ხოლო კომპოზიცია ბუნებრივად გამოიყურებოდეს.

მიწა, ქვები და მცენარეები ისეა განლაგებული რომ ზღვის სანაპიროს, ბორცვიანი მდელოს ან მთიანი ადგილის ბუნებრივი მოდელი შექმნას. თავად ხეების პროპორციები დაახლოებით ისეთია, როგორიც კლასიკურ ბონსაის შემთხვევაში. ხეების გარდა გამოიყენება სხვადასხვა ბალახოვანი მცენარეებიც, რაც უფრო აძლიერებს ბუნებრივი ლანდშაფტის ილუზიას. საიკეი ხეების უფრო თავისუფალი არჩევანის საშუალებას იძლევა, შეიძლება ხეების საკმაოდ პატარა, 2-3 წლის ნერგიც კი გამოვიყენოთ.

მინიატურული ლანდშაფტისთვის შეიძლება გამოვიყენოთ პატარა ან საშუალო ზომის ხეები, როგორც ფოთოლმცვივანი ასევე წიწვოვანი. მსხმოიარე ხეები, როგორც წესი ამ შემთხვევაში არ გამოიყენება, რაოდენობა მთლიანად შემქმნელის გემოვნებაზეა დამოკიდებული. მინიატურული ტყეებისგან განსხვავებით დასაშვებია ხეების რაოდენობა ლუწი რიცხვი იყოს. შესაძლებელია ერთი ხისგანაც გაკეთდეს საკმაოდ ლამაზი საიკეი. ასევე დასაშვებია, როგორც ერთი, ისე სხვადასხვა ჯიშის ხეების გამოყენება.

სრული გალერეის ნახვა