რა არის ეს შეხვედრა
ჯგუფებს გთავაზობთ ლექციას ბონსაის კულტურის შესახებ. შეხვედრა ჩვენს საგამოფენო სივრცეში იმართება, ექსპო ჯორჯიის ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი კოლექციის ყველა ბონსაის დათვალიერებას შეძლებთ.
ბონსაი ნელი ხელოვნებაა: ერთი ხის ფორმირებას წლები სჭირდება, ზოგჯერ ათწლეულებიც. ამიტომ ეს შეხვედრა პრაქტიკულ გაკვეთილად არ არის ჩაფიქრებული. ეს ორსაათიანი საუბარია ცოცხალი ხეების გარემოცვაში: ვისაუბრებთ იმაზე, რა დგას ამ ხელოვნების უკან, და ყველაფერს ჩვენი კოლექციის მაგალითზე ვნახავთ.
რაზე ვისაუბრებთ
- 01
ისტორია
როგორ გაჩნდა ქოთანში ხეების გაზრდის ტრადიცია ჩინეთში და როგორ ჩამოყალიბდა იაპონიაში დამოუკიდებელ ხელოვნებად.
- 02
კულტურა
რა ადგილი უჭირავს ბონსაის იაპონურ ყოფასა და ხელოვნებაში და როგორ გავრცელდა ის მსოფლიოში.
- 03
ესთეტიკა
პროპორცია, ასიმეტრია, თავისუფალი სივრცე. რის მიხედვით ფასდება ბონსაი და რატომ ჰგავს პატარა ხე ბუნებაში გაზრდილ ძველ ხეს.
- 04
ფილოსოფია
დრო, მოთმინება და ადამიანისა და ხის ურთიერთობა, რომელზეც ეს ხელოვნება დგას.
კითხვების დასმა შეხვედრის ნებისმიერ მომენტში შეიძლება.
ფოტოები შეხვედრებიდან
ფასი
- 2-საათიანი შეხვედრა
- ლექციის ფოტოები
კარგია, თუ წინასწარ იცით
- ხანგრძლივობა
დაახლოებით 2 საათი.
- დრო
დღე და საათი ჯგუფთან შეთანხმებით ინიშნება.
- ჯგუფი
10-დან 30 ადამიანამდე. უფრო მცირე ჯგუფსაც ვიღებთ, მინიმალური ღირებულებით.
- ასაკი
გირჩევთ 12 წლიდან, რადგან ამ ასაკში საუბრის შინაარსი უკეთ აღიქმება. თუმცა გვყოლია უფრო პატარა სტუმრებიც.
- ენა
ქართული.
- ზამთარში
საგამოფენო სივრცე არ თბება. ხეებს ისეთივე ტემპერატურა სჭირდებათ, როგორიც გარეთაა, ამიტომ ზამთარში სტუმრობისას თბილად ჩაიცვით.
- მისამართი
აკაკი წერეთლის #118, ექსპო ჯორჯია (III-IV პავილიონს შორის), თბილისი
გზის მითითება →
დასაჯავშნად დაგვიკავშირდით
შეგვატყობინეთ სასურველი თარიღი და მონაწილეების სავარაუდო რაოდენობა.
