fbpx

ბლოგი

რა უნდა ვიცოდეთ სანამ ბონსაის ვაჩუქებთ?

   საჩუქრის არჩევა, ხშირად რთული საქმეა, რომლის შერჩევის დროსაც ბევრი ფაქტორის გათვალისწინება გვიხდება. განსაკუთრებით მაშინ როდესაც ვცდილობთ რომ ეს ნივთი, საჩუქრის ადრესატისთვის მნიშვნელოვანი, სიმბოლური და დასამახსოვრებელი იყოს. როგორც წესი ბონსაი ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს: იშვიათია, ორიგინალური და ლამაზთან ერთად სიმბოლური დატვირთვაც აქვს.

   ჩვენთან ბონსაის შეძენის მსურველთა დიდი ნაწილის  მიზანიც ეს არის: გაახარონ ახლო ადამიანი მინიატიურული ხის ჩუქებით. ამ შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის ვაფრთხილებთ მყიდველს: დაფიქრდნენ, არის თუ არა საჩუქრის ადრესატი მზად, ბონსაის სათანადო ყურადღება მიაქციოს.

   ბონსაის მოვლა ჩვეულებრივი ოთახის მცენარის მოვლისაგან  განსხვავდება. მაგალითად: თუ ამ უკანასკნელის შემთხვევაში მორწყვის გრაფიკის შედგენაა შესაძლებელი, ბონსაის მორწყვა სრულად ამინდზეა დამოკიდებული (ზაფხულში შესაძლოა დღეში 2-ჯერაც კი გახდეს წყლის დამატება საჭირო, ხოლო ზამთარში პირობითად 2-3 კვირაც კი არ იყოს ხე მოსარწყავი.) სწორედ ამიტომ მათ ყოველდღიური ყურადღება სჭირდება.

   სხვა ტიპის მცენარეების მსგავსად, შესაძლებელია, ბონსაისაც გაუჩნდეს მავნებლები. ყოველდღიური კონტროლი კი ამის თავის არიდებისთვისაც  საჭიროა.

 ფორმის შესანარჩუნებელი შეკრეჭა

   დროის სიმცირის გამო, ბევრს უჭირს ამ ყველაფრის სათანადოდ შესრულება. ბონსაის მფლობელისთვის მოვლა სირთულესთან კი არა, სიამოვნებასთან უნდა იყოს ასოცირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადრე თუ გვიან, ხე აუცილებლად გაუფუჭდება. არადა მართებული მოვლის შემთხვევაში  ბონსაიმ  საუკუნებიც შეიძლება იცოხლოს.

   მიუხედავად იმისა რომ ყოველ ჩვენ ბონსაის მოვლის ვრცელ ინსტრუქციას ვატანთ, მაინც არის არა სათანადო მოვლის გამო გამხმარი მინიატიურული ხეების შემთხვევები. ეს კი როგორც ჩვენთვის, ასევე პატრონისთვისაც ძალიან საწყენია.

   მნიშვნელოვანია ჩუქებამდე გავიაზროთ: რა არის ბონსაი. ის არ არის უბრალოდ დეკორატიული ნივთი ინტერიერის გასალამაზებლად და მის ფორმირებაზე ბევრი წელია დახარჯული. როგორც წესი ლამაზი ბონსაის შესაქმნელად სპეციალისტს მინიმუმ 5-8 წელი ხოლო დახვეწილი ნამუშევრისთვის კი 10-15 წელიც კი ესაჭიროება.

ამიტომ კარგად დაფიქრდით სანამ ბონსაის საჩუქრად შეძენას გადაწყვეტთ.