მუხის ბონსაი ალექსანდრე მესხი

ხეები ბონსაისთვის. (მუხა)

  მუხა წიფლისებრთა ოჯახი, მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი ხეებია. საქართველოში გავრცელებულია 7 სახეობა. ჰართვისის მუხა, იმერეთის მუხა (Quercus imeretina), ჭალის მუხა, პონტოური მუხა (Quercus pontica) ქართული მუხა, მაღალმთის მუხა, ჭოროხის მუხა. მუხა ძალიან ნელა იზრდება, 80-100 წლის კიდევ იმატებს სიმაღლეში. ფესვები ღრმად იზრდება გრუნტში. ცოცხლობს 800 წელი. სინათლის და სითბოს მოყვარულია.


მუხისგანყველა სტილის ბონსაები იქმნება გარდა ბუნძინგისა (文人木)

სტატია ბონსაის სტილების შესახებ 

ადგილმდებარობა: მზიანი ადგილი, ჰაერის კარგი ცირკულაციით. დაჩრდილულ ტოტები შეიძლება გახმეს. -5⁰ჩ გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე სასურველია ყინვისგან დაცვა.

მორწყვა: მორწყეთ ზომიერად ვეგეტაციის პერიოდში, მიწა მუდმივად სველი არ უნდა იყოს.

სასუქი: სასუქის შეტანა დაიწყეთ ფოთლების გამოღების შემდეგ, ყოველ ორ კვირაში ერთხელ. მხოლოდ ვეგეტაციის პერიოდში.

გასხვლა: ტოტების მოჭრა შემოდგომის ბოლოს ან ადრე გაზაფხულზე. ფორმირების დაწყებით პერიოდში დაამოკლეთ ახალი ყლორტები და ძლიერი ზრდის ადგილებში მოაშორეთ ტერმინალური კვირტები. ფორმის შესანარჩუნებელი გასხვლა საჭიროების მიხედვით, ვეგეტაციის პერიოდში.
ფოთლების მთლიანი შეკრეჭა, ხეს ასუსტებს, შესაძლებელია ზოგიერთი ტოტის გახმობა გამოიწვიოს. ფოთლების ზომის დაპატარავებას ხელს უწყობს არახშირი გადარგვა და გაზაფხულზე, კვირტების გაშლამდე, ტერმინალური კვირტების მოშორება. ეცადეთ შეაკრიჭოთ ყველა დიდი ფოთოლი. სუსტად მზარდ ტოტებზე ფოთლები ხელუხლებლად დატოვეთ. გაზაფხულზე, ახლად ამოსული 4-5 ფოთლიდან დატოვეთ მხოლოდ ყველაზე პატარა, დანარჩენი შეაჭერით. ახალ ამონაყარზე ფოთლები უფრო პატარა ზომის იქნება.

მავთულის კარკასი: მაგარი ტოტების გამო, მავთულის დახვევით მუხის ფორმირება ცოტათი რთული და სარისკოა. უმჯობესია ფორმირება გასხვლით ან მავთულით დახვევის ალტერნატიული მეთოდები გამოიყენოთ.

გადარგვა:  10 წლამდე ასაკის ხეები გადარგეთ ყოველწლიურად, ასაკოვანი ბონსაი 3-4 წელიწადში ერთხელ. გადარგვა ხდება გაზაფხულზე, მაშინ როდესაც კვირტები დაიბერება.

გამრავლება: დათესვით, გადაწვენით ან ფესვზე ამონაყარით. დათესვა ხდება რკოს დამწიფებისთანავე.

შენიშვნა:  მუხისგან ბონსაის შექმნა საკმაოდ რთულია, დამწყებმა უმჯობესია ამ საქმისგან თავი შეიკავოს.