ბლოგი

წიწვოვანო ბონსაი

ტანუკი ბონსაი

ტანუკის ბონსაი არის ცოცხალი ხე რომელიც მიმაგრებულია მკვდარ მერქანზე.
   ამისთვის იღებენ რომელიმე გამხმარ ხის ნაწილს, (ბუნებრივად დაზიანებული ეფექტი აქვს) და მასზე ამაგრებენ ცოცხალ მცენარეს. თავდაპირველად  აკეთებენ არხს მკვდარ მასალაში, რომeლშიც შემდეგ მყარად ამაგრებენ ახალგაზრდა ხეს. როგორც წესი ბონსაის სპეციალისტები  ტანუკისთვის  ღვიას ირჩევენ, რადგან მას ამტანია და საკმაოდ მოქნილი მერქანი აქვს. ცოცხალი ხის დამაგრება ხდება , მავთულით და რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს ლურსმნით ან ხრახნითაც კი. გარკვეული პერიოდის შემდეგ მცენარის ტანი გაიმეორებს არხის ფორმას, „ჩაეზრდება“ მას და მყარად მიეკრობა თითქოს ერთი მთლიანი ხე იყოს.  ტანუკი ბონსაის შექმნის დროს ცოცხალი მცენარის ფორმირება  ჩვეულებრივ ხდება.

წიწვოვანო ბონსაი
ჩემი ტანუკი ბონსაი

   რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტე ტანუკი ბონსაის შექმნა, ამისთვის ცოცხალი ღვია და შემთვევით ნანახი გამხმარი კავკასიური ნაძვი გამოვიყენე. გამხმარი ხე დავამუშავე სპეციალური სითხით,  რომელიც მერქანში წყლის შეღწევას უშლის ხელს. შემდეგ დავფარე გოგირდი-კირის ნარევით.  დასამაგრებლად გამოვიყენე მავთული და რეზინის სახვევები. ჩავრგე შესაბამის კონტეინერში და დავიწყე პირველადი ფორმირება.  2 წლის შემდგ კი  სახვევები მოვხსენი.

კუნიო კობაიაშის ტანუკი ბონსაი
კუნიო კობაიაშის ტანუკი ბონსაი

   არასოდეს მიმაჩნდა ასეთი „ტყუილი ბონსიას“ შექმნა სერიოზულ საქმედ. ეს ღვია ჩემი ერთადერთი მცდელობაა. ვიცოდი რომ იაპონიაშიც მაინცდამაინც არ აფასებენ ასეთ ნამუშევრებს და ტრადიციულ ბონსაის გამოფენებზე  ტანუკი არც ხვდება . მაგრამ, რამდენიმე ხნის წინ ჩემი მეგობრები  კუნიო კობაიაშის  ბონსაის მუზეუმში იყვნენ და  მითხრეს, რომ კობაიაშის ეზოში  ბევრი ტანუკი იყო გამოფენილი, სახლის უკან კი გამხმარი ხეების დიდი მარაგი ნახეს ასეთი ბონსაების გასამზადებლად. თუ ასეთი დიდი ოსტატიც არ თაკილობს ტანუკის გაკეთებას, ალბათ ასეთ „ტყუილ ბონსაისაც“ აქვს არსებობის უფლება. ბოლოს და ბოლოს ბონსაი მთლიანდ ილუზია როგორც კინო ან თეატრი.