fbpx

ბლოგი

კოწახური

ხეები ბონსაისთვის (კოწახური)

   კოწახური (Bérberis) მარადმწვანე, ნახევრად მარადმწვანე ან ფოთოლმცვივანი ბუჩქია, იშვიათად ხე. 450 სახეობა, ხარობს თითქმის ყველა კლიმატურ ზონაში. ამჯობინებს კლდოვან, ქვიან გრუნტს. სინათლის მოყვარულია. სიმაღლეში 2 მეტრამდე იზრდება. ფართოდ გამოიყენება მებაღეობაში.

   კოწახური რატომღაც არ ითვლება „კლასიკურ“ მცენარედ ბონსაისთვის. მიუხედავადა ამისა ამ მცენარისგან შეიძლება ძალიან ლამაზი მინიატურული ხის შექმნა. აქვს პატარა და სხვადასხვა ფერის ფოთლები, ყვავილები, ნაყოფი. კარგად ექვემდებარება გაკრეჭას, არის საკმაოდ გამძლე, კარგად იტანს  მაღალ ტემპერატურას და ყინვას.  წითელი ფოთლების გამო განსაკუთრებით ლამაზია იაპონური (ან წითელი კოწახური) Bérberis thunbergii.

კოწახური
Bérberis thunbergii

სტილები: ფაქტიურად ყელა სტილში შეიძლება კოწახურის ფორმირება, გარდა ბუნძინგისა (文人木)

ადგილმდებარეობა: მზიანი ადგილი, იშვითად ნახევარჩრდილი. კარგად იტანს  მზის პირდაპირ სხივებს ზაფხულში. ყოველი შემთხვევისთვის მოერიდეთ -5 გრადუსზე დაბალ ყინვისას, ფესვები და ძალიან წვრილი ტოტები, რომ არ გაეყინოს.

მიწა: გრუნტისადმი არ არის მომთხოვნი. კარგად დრენირებული ჩვეულებრივი მიწის ნაზავი.

გადარგვა: ყოველ ორ წელიწადში ერთხელ
მორწყვა: ზომიერი, არ დაუშვათ მიწის მთლიანი გამოშრობა
სასუქი: ორ კვირაში ერთხელ , ადრე გაზაფხულიდან, სექტემბრის ჩათვლით.

გასხვლა: ძლიერი გასხვლა კეთდება შემოდგომით, ფოთოლცვენის შემდეგ ან ადრე გაზაფხულზე. ფორმის შესანარჩუნებელი გაკრეჭვები ვეგეტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში შეიძლება.

დაავადება და მავნებლები: საკმაოდ იშვითად მაგრამ შეიძლება ნაცარი გაუჩნდეს, მავნებლებიდან ბუგრები

შენიშვნა: კოწახურის ნერგი გამწვანების მაღაზიებში შეიძლება შეიძინოთ. როგორც წესი ეს პატარა  ბუჩქებია და ტანიც წვრილი აქვს. ამიტომ, შედარებით სწრაფი შედეგის მისაღებად, სასურველია მისგან პატარა ზომის ბონსაის გაკეთდეს.