ასაკი ≈ 35 წელი. სიმაღლე: 60 სმ

ჯაგრცხილა

   ამ ბონსაის ფორმა იმიტირებს ბუნებაში გადარჩენისთვის კონკურენციაში მყოფ ხეს, რომელსაც სინათლის მოსაპოვებლად ზრდის მიმართულების მრავალჯერადი შეცვლა მოუწია. ხის სტრუქტურა გადმოსცემს მზის ქვეშ ადგილის დამკვიდრების ბუნებრივ პროცესს, რაც მის ფორმის დინამიკაში გამოიხატება.

ჯაგრცხილა სამივე “მდგომარეობაში”

   ჯაგრცხილა ბონსაის შესაქმნელად კარგ ხედ შეიძლება ჩაითვალოს. მისი გამძლეობის, ბუნებრივად ლამაზი ქერქის, ხშირი დატოტვისა და მცირე ზომის ფოთლების გამო . მცენარის ბოტანიკური მახასიათებლები იძლევა საშუალებას, მისგან თითქმის ნებისმიერი ზომის დახვეწილი ბონსაის შექმნას. ჯაგრცხილა კარგად იტანს ფორმირებას, გასხვლას და მავთულის დახვევას, რაც ბონსაის სპეციალისტს რთული ვარჯის შექმნის საშუალებას აძლევს.

გატოტვა ახლოდან

   ჯაგრცხილას წელიწადის ნებისმიერ სეზონში თავისი განსაკუთრებული სილამაზე აქვს. შემოდგომას ფოთლები მკვეთრ ყვითელ ფერს იღებენ. ფოთოლცვენის შემდეგ კი ხაზგასმით ჩანს ხის “ჩონჩხი”, ქერქის ტექსტურა და ტოტების მჭიდრო განლაგება, რაც მრავალწლიანი შრომის შედეგია. 

 

ka_GEKA