ამ ნეკერჩხალზე მუშაობა 2013-2014 წლებში დაიწყო. ის ხოკიდაჩი (箒立ち) სტილშია შესრულებული. თავად ხის ასაკი დაახლოებით 30-35 წელია. ფორმირების პროცესში მცენარეს რამდენჯერმე შეეცვალა კონტეინერი (ქოთანი), რაც აუცილებელი იყო ფესვთა სისტემის სწორი განვითარებისა და ხის საერთო პროპორციების დასაცავად.

იაპონური ნეკერჩხალი ბონსაის კულტურაში ერთ-ერთ კლასიკურ ჯიშად მიიჩნევა მისი მცირე ზომის ფოთლებისა და ლამაზი დატოტვის გამო. მცენარე დამყოლია ფორმირებისათვის, თუმცა მოითხოვს ყურადღებას ტენიანობისა და ადგილმდებარეობის მხრივ.
შემოდგომის პერიოდში ფოთლების შეფერილობა პირდაპირ დამოკიდებულია მზის სხივების ინტენსივობაზე. პირდაპირი განათების პირობებში ფოთლები იღებს მკვეთრ წითელ ფერს, ხოლო ჩრდილში განვითარებული ფოთლები ხასხასა ყვითელი ფერით ხასიათდება. ეს თვისება საშუალებას იძლევა, მცენარის ვიზუალი გარემო პირობების მიხედვით ვარირებდეს.

ბონსაის ვიზუალი ზამთრის პერიოდშიც ძალიან მნიშვნელოვანია. ფოთოლცვენის შემდეგ ხილული ხდება ხის სტრუქტურა — ტოტების წყობა და განლაგება, იმაზე რაზეც ბონსაის სპეციალისტი წლები მუშაობს.
