ღვია

ამ ბონსაის ფორმირება 2013 წელს დაიწყო . ამ პერიოდის განმავლობაში ხეს რამდენჯერმე შეეცვალა ვარჯის სტრუქტურა და გადაირგო სხვადასხვა პროპორციისა და დიზაინის ქოთანში. მცენარის ფორმა იმიტირებს ბუნებრივ გარემოში მყოფ წიწვოვან ხეს, რომლის ვიზუალიც დროთა განმავლობაში არც თუ ისე იოლ გარემო პირობების ზემოქმედებით ჩამოყალიბდა.

ბონსაი თოვლში

ღვია მარადმწვანე წიწვოვანი მცენარეა, რომელიც ბუნებაში ბუჩქის ან დაბალი ხის სახით გვხვდება. ეს ჯიში მაღალი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა; სათანადო  პირობების  შემთხვევაში, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე საუკუნეა.შესაბამისად, მისგან შექმნილი ბონსაიც, კარგი მოვლის შემთხვევაში ამდენხანს იცოცხლებს. ბონსაის კულტურაში ეს ჯიში პოპულარულია მისი მცირე ზომის წიწვების გამო, რაც იძლევა საშუალებას, მცენარე ნებისმიერი მასშტაბის კომპოზიციაში ბუნებრივად გამოიყურებოდეს.

ბონსაი იაპონიის იმპერატორის დაბადების დღეისადმი მიძრვნილ საღამოზე

როგორც წესი, მცენარე ყოველწლიურად გამოიფინება იაპონიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელსაც იაპონიის საელჩო აორგანიზებს. ექსპოზიციაზე ხე წარმოდგენილია, როგორც კლასიკური ბონსაის ესთეტიკის ნიმუში.

ka_GEKA