ამ ნეკერჩხალზე მუშაობა 2013-2014 წლებში დაიწყო. ის ხოკიდაჩი (箒立ち) სტილშია შესრულებული. თავად ხის ასაკი დაახლოებით 30-35 წელია. ფორმირების პროცესში მცენარეს რამდენჯერმე შეეცვალა კონტეინერი (ქოთანი), რაც აუცილებელი იყო ფესვთა სისტემის სწორი განვითარებისა და ხის საერთო პროპორციების დასაცავად. იაპონური ნეკერჩხალი ბონსაის კულტურაში ერთ-ერთ კლასიკურ ჯიშად მიიჩნევა მისი მცირე ზომის ფოთლებისა და ლამაზი[…]
