Barberry(Bérberis) is an evergreen, semi-evergreen, or deciduous shrub, rarely a tree. It has 450 species, and grows in almost all climatic zones. It prefers rocky, stony soil. It is a light-loving plant. It grows up to 2 meters in height and is widely used in gardening.
კოწახური რატომღაც არ ითვლება „კლასიკურ“ მცენარედ ბონსაისთვის. მიუხედავადა ამისა ამ მცენარისგან შეიძლება ძალიან ლამაზი მინიატურული ხის შექმნა. აქვს პატარა და სხვადასხვა ფერის ფოთლები, ყვავილები, ნაყოფი. კარგად ექვემდებარება გაკრეჭას, არის საკმაოდ გამძლე, კარგად იტანს მაღალ ტემპერატურას და ყინვას. წითელი ფოთლების გამო განსაკუთრებით ლამაზია იაპონური (ან წითელი კოწახური) Bérberis thunbergii.

სტილები: ფაქტობრივად ყელა სტილში შეიძლება კოწახურის ფორმირება, გარდა ბუნძინგისა (文人木)
Location: A sunny spot, rarely partial shade. Tolerates direct sunlight well during the summer. As a precaution, avoid exposure to temperatures below -5°C to prevent the roots and very thin branches from freezing.
Soil: გრუნტისადმი არ არის მომთხოვნი. კარგად დრენირებული ჩვეულებრივი მიწის ნაზავი.
გადარგვა: ყოველ ორ წელიწადში ერთხელ
მორწყვა: ზომიერი, არ დაუშვათ მიწის მთლიანი გამოშრობა
სასუქი: ორ კვირაში ერთხელ , ადრე გაზაფხულიდან, სექტემბრის ჩათვლით.
გასხვლა: ძლიერი გასხვლა კეთდება შემოდგომით, ფოთოლცვენის შემდეგ ან ადრე გაზაფხულზე. ფორმის შესანარჩუნებელი გაკრეჭები ვეგეტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში შეიძლება.
დაავადება და მავნებლები: საკმაოდ იშვიათად მაგრამ შეიძლება ნაცარი გაუჩნდეს, მავნებლებიდან ბუგრები
შენიშვნა: კოწახურის ნერგი გამწვანების მაღაზიებში შეიძლება შეიძინოთ. როგორც წესი ეს პატარა ბუჩქებია და ტანიც წვრილი აქვს. ამიტომ, შედარებით სწრაფი შედეგის მისაღებად, სასურველია მისგან პატარა ზომის ბონსაი გაკეთდეს.