სიმაღლე: 80 სმ

Bonsai Care (Location)

Bonsai requires care throughout all four seasons. Its maintenance demands time and attention, more so than regular garden or indoor plants. You must select an appropriate location where the bonsai will remain for most of the year, water it, apply fertilizer as needed, protect it from diseases and pests, shield it from intense sunlight and frost, repot it periodically, trim its roots, and refresh the soil.

As previously mentioned, bonsai is not an indoor plant. Although it is smaller in size compared to trees growing in nature, it is still an ordinary tree and requires seasonal changes throughout the year. Therefore, bonsai should be grown outdoors for most of the year.


პირველ რიგში საჭიროა ბონსაის მოსათავსებლად სწორი ადგილის შერჩევა. ზოგი ჯიშის მცენარეს მზიანი ადგილი უყვარს, ზოგს ჩრდილი, ზოგსაც ნახევრად ჩრდილი. როდესაც რომელიმე ჯიშის მცენარისაგან გადაწყვეტთ ბონსაის გაკეთებას, კარგად გაიაზრეთ გაქვთ თუ არა სწორედ ამ ჯიშისთვის შესაფერისი ადგილი, სადაც ის მუდმივად იქნება მოთავსებული. ყველა შემთხვევაში, იმ ადგილას სადაც ბონსაის დადგმას გადაწყვეტთ, უნდა იყოს კონკრეტულად ამ სახეობისთვის შესაფერისი განათება, ადგილი სუფთა უნდა იყოს და კარგად ნიავდებოდეს. საურველია მცენარე მოთავსდეს ისეთ ადგილას სადაც, ზაფხულში, შუადღის მზის პირდაპირი სხივები არ მოხვდება.


არასაკმარისი განათება პირველ რიგში ყლორტების ზრდაზე აისახება. ახლადამოსული ყლორტები არაბუნებრივად გრძელი და სუსტი გაიზრდება. დავუშვათ სინათლის მოყვარული ბონსაი მოთავსებულია აივანზე, ასეთ დროს მცენარე მხოლოდ ერთი მხრიდან არის კარგად განათებული. ფოთლები მუდმივად ცდილობს მზის სხივების მაქსიმალური რაოდენობის “დაჭერას”,  ამის გამო ტოტები და ფოთლები იხრება იქითკენ სადაც უფრო მეტი განათებაა. შედეგად ვიღებთ მცენარეს, რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით იზრდება. ამის თავიდან ასაცილებლად, ბონსაი 3-4 დღეში ერთხელ შემოატრიალეთ. ამით მცენარეს საშუალება მიეცემა ვარჯის ყველა ადგილი თანაბრად განათდეს.


ასევე მნიშვნელოვანია მცენარე მოვარიდოთ ძლიერ ქარს. ძლიერმა ქარმა შესაძლოა ბონსაი კონტეინერიანად გადმოაგდოს სადგამიდან. თუ არ ხერხდება ბონსაის ქარისგან დაცვა, მაშინ მცენარე მყარად დაამაგრეთ სადგამზე. დაამაგრეთ თოკით, მავთულით, ნებისმიერი საშუალებით, რაზეც ხელი მიგიწვდებათ. ძლიერი ქარი ზოგიერთი ფოთოლმცვივანი მცენარის ფოთლებს დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს. მართალია ამით მცენარე არ გახმება მაგრამ, დაზიანებული ფოთლები საგრძნობლად აუშნოებს მინიატურულ მცენარეს.ბონსაის მუდმივად განთავსების ადგილი არ უნდა იყოს პირდაპირ მიწაზე. ასეთ დროს ფესვები აუცილებლად გამოვა სადრენაჟე ხვრელიდან და გრუნტში ჩაიზრდება. გრუნტში ჩაზრდილი ფესვები შეიძლება გაფუჭდეს და სხვადასხვა სახის მწერებისთვის იოლი გზა იყოს კონტეინერში შესაღწევად

en_GBEN