ფიჭვი მარადმწვანე წიწვოვანი ხე, ფიჭვისებრთა ოჯახი. სიმაღლეში 50 მეტრამდე იზრდება. ცოცხლობს 300-1000წელი. ქერქი ტანზე ღრმად დაღარულია, ტოტებზე ფირფიტებად იქერცლება. წიწვებს 2-3 წელიწადში ერთხელ იცვლის. ფესვთა სისტემა ძლიერი აქვს. გვალვა და ყინვა გამძლეა. სინათლის მოყვარული მცენარეა, ვერ იტანს დაჩრდილვას, იზრდება როგორც მდიდარ ისე მწირ, ქვიან ნიადაგზე. გვხვდება ტორფიან ჭაობებზეც კი.
საქართველოში გავრცელებულია 4 სახეობა: კავკასიური ანუ სასნოვსკის ფიჭვი (Pinus sosnowskyi), ბიჭვინთის ფიჭვი, ელდარის ფიჭვი (Pinus eldarica), კოხის ფიჭვი (Pinus Kochiana). ფიჭვი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარეა ბონსაის მისაღებად, როგორც იაპონიაში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში. ფიჭვი ბონსაის კლასიკურ მცენარედ ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფორმირება და მოვლა არც ისე იოლი საქმეა. ბონსაისთვის ყველაზე პოპულარული სახეობებია: იაპონური წითელი ფიჭვი (Pinus densiflora), მთის ფიჭვი (Pinus mugo), იაპონური თეთრი ფიჭვი (Pinus parviflora), კლდის (იტალიური) ფიჭვი (Pinus pinea)
ფიჭვისგან უმეტესეად შემდეგი სტილის ბონსაები იქმნება: ჩიოკანნი (直幹), შაკანი (斜幹), მოიოგი (模様木), ნეცუნაგარი (根 連 な り), იკადაბუკი (筏吹き), ჰან-კენგაი (半懸崖)
სტატია ბონსაის სტილების შესახებ
ადგილმდებარობა: გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდზომაზე, ფიჭვს მზის სხივების რაც შეიძლება მეტი რაოდენობა ესაჭიროება. შუქის ნაკლებობის შემთხვევაში ფიჭვს წიწვები სიგრძეში ეზრდება და დაჩრდილული ტოტები უხმება. ზამთარში, ძლიერი ყინვების შემთხვევაში, სასურველია ფესვების მოყინვისგან დაცვა.
მორწყვა: არცერთი სახეობის ფიჭვს არ უყვარს მუდმივად სველი გრუნტი. მაგრამ გაზაფხულზე და ზაფხულში მიწა კონტეინერში მთლიანად მაინც არ უნდა გამოშრეს. მორწყეთ ზომიერად.
სასუქი: შეიტანეთ აზოტის ნაკლებად შემცველი სასუქი ერთხელ გაზაფხულზე და გააგრძელეთ დაბალანსებული სასუქის მიცემა მოგვიანებით, მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც ახლად ამოსული წიწვები გამაგრდება.
გასხვლა: თუ ფიჭვი ნაყიდია სანერგეში, ნუ შეაჭრით საერთო ვარჯის მოცულობის 50%-ზე მეტს ერთი ვეგეტაციის სეზონის განმავლობაში. შეამცირeთ სიმაღლე და ვარჯის ზომა გარკვეული პერიოდულობით. ასაკოვან ფიჭვზე მხოლოდ ერთი მოქმედება ტარდება ვეგეტაციის პერიოდში: თუ გადარგავთ, ტოტების შეჭრა 12 თვის შემდეგ უნდა მოხდეს; ტოტების შეჭრის შემდეგ დაახლოებით იგივე პერიოდი დაელოდეთ სანამ მავთულს დაახვევთ და ა.შ. ახალგაზრდა მცენარეზე თამამად შეიძლება ნებისმიერი მოქმედების ჩატარება, მაგრამ სამუშაოები ფორმირებისთვის უნდა გაკეთდეს ნელ-ნელა, გარკვეული ინტერვალების დაცვით. ტანზე ქერქის აძრობა, მსხვილი ტოტების მოჭრა ხდება ოქტომბრის ბოლოს, როდესაც მცენარეში წვენის მოძრაობა მინიმალურია. მსხვილი ტოტებს ნუ გადაჭრით ტანთან ახლოს. დატოვეთ რამდენიმე სანტიმეტრის გამონაშვერი. 1 წელის შემდეგ შესაძლებელია მოაჭრით მთლიანად. ფორმის შესანარჩუნებლად ახალი ამონაყარი ამოხრახნეთ. როდესაც ტოტების დაბოლოებაზე წარმოქმნილი კვირტები 3-5 სანტიმეტრამდე გაიზრდება, მოაცალეთ ყველაზე ძლიერად განვითარებული კვირტი და დატოვეთ მხოლოდ 1 ან 2 სუსტი კვირტი.
მავთულის კარკასი: საკმაოდ დრეკადი ტოტების გამო, ფიჭვის ყველა სახეობაზე მავთულის კარკასის გაკეთება საკმაოდ მოსახერხებელია. მავთულით ფორმირება სასურველია ჩატარდეს გვიანი შემოდგომით ყინვების დადგომამდე. მავთული მცენარეზე 4-5 თვე უნდა დარჩეს.
გადარგვა: გაზაფხულზე ყოველ 2-5 წელიწადში, დამოკიდებულია ფესვების ზრდის სიჩქარეზე. გადარგეთ მაშინ როდესაც ფიჭვი აქტიურ ზრდას დაიწყებს, კვირტები იზრდება და ახალი წიწვები გამოჩენას იწყებს,ამ პერიოდში უკეთესად ეგუება გადარგვას. არ დაიშვება ფესვების გარეცხვა. გადარგვისას, ფესვების შეკრეჭის შემდეგ, არ არის აუცილებელი შეამციროთ ვარჯის სიდიდე ფესვების პროპორციულად, მცენარე თვითონ აღადგენს ბალანსს ვარჯსა და ფესვებს შორის.
გამრავლება: დათესვა ხდება ადრე გაზაფხულზე. ნელი ზრდის გამო უმჯობესია ნერგის შეძენა.