ამ თავში ერთადაა თავმოყრილი რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი რომლის ცოდნაც აუცილებელია ბონსაიზე მუშაობისას. ფორმირებისთვის დაწერილი ყოველგვარი წესი თუ პრინციპი არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც აუცილებლად შესასრულებელი და მკაცრი კანონი. ეს წესები შეძლება ჩაითვალოს მხოლოდ რჩევად, მათთვის ვინც ცდილობს ბონსაის გაზრდას. რაც შეეხება მოვლას: მცენარის მოვლას აუცილებლად უნდა დაუთმოთ განსაკუთრებული ყურადღება. ადგილის შერჩევა, მორწყვა, სასუქის შეტანა, გადარგვა, მავნებლების და დაავადებისგან დაცვა აუცილებლად მართებულად უნდა გაკეთდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ფორმირებაზე დხარჯული დრო და ენერგია ამაო იქნება. არასწორად მოვლილის შედეგად მცენარე, როგორც წესი, ადვილად ავადდებადა მალევე კარგავს სილამაზეს.
მოვლა
ბონსაის მისაღებად შეარჩიეთ ის ხეები რომლებიც ადგილობრივ კლიმატურ პირობებში იზრდება.
მოათავსეთ ბონსაი ისეთ ადგილას სადაც მისთვის შესაფერისი განათება იქნება უზრუნველყოფილი.
ბონსაი მუდმივად არ უნდა იყოს მოთავსებული პირდაპირ მიწაზე.
ზამთარში ბონსაის ნუ მოათავსებთ თბილ გარემოში(ოთახის ბონსაის გარდა), ბონსაი ჩვეულებრივი ხეა და მისთვის სეზონური ცვლილებები აუცილებელია.
მორწყეთ ბონსაი მხოლოდ მაშინ როდესაც საჭიროა და არა რამე მკაცრი გრაფიკის მიხედვით.
ზაფხულში რეგულარულად შეასხურეთ წყალი, როგორც წიწვოვან ასევე ფოთოლმცვივან ხეებს.
ზაფხულში ნუ დადებთ ბონსაის ისეთ ზედაპირზე რომელიც ძალიან ხურდება (ქვა, ბეტონი, ლითონი)
დაიცავით ბონსაი ძლიერი ქარისგან.
შეიტანეთ სასუქი რეგულარულად.
არ შეურიოთ მინერალური და ორგანული სასუქი ერთმანეთს.
გადარგეთ ბონსაი მხოლოდ სიმშვიდის პერიოდში.
ნუ იყიდით დაავადებულ ან სუსტ ნერგს ბონსაის შესაქმნელად.
დაავადების სიმპტომების ან მავნებლების შემჩნევისას გადაუდებლად უმკურნალეთ მცენარეს.
პატარა ზომის ბონსაი აუცილებლად დაიცავით ყინვისგან
ფორმირება
ბონსაის სიმაღლე, მაქსიმუმ, ათჯერ მეტი უნდა იყოს ტანის სისქეზე ფესვებთან.
ზედაპირული ფესვები უნდა იზრდებოდეს ტანის ძირის ყველაზე მსხვილი ადგილიდან
ტანის ძირი ფესვებთან, ტანის ყველაზე მსხვილი ადგილი უნდა იყოს. სისქე თანდათან უნდა პატარავდებოდეს სიმაღლეში.
ტანის მოხრის ადგილი არ უნდა იყოს გამობურცული დამკვირვებელზე. სტილებისთვის ჩიოკანნი (直幹), მოიოგი (模様木), ბანკანი (蟠幹) კენწერო და ტანის ძირი, ერთ ვერტიკალურ ხაზზე უნდა იყოს
ხეს უნდ ქონდეს მხოლოდ ერთი კენწერო სტილში ჩიოკანნი (直幹), ტანის განშტოება უნდა იწყებოდეს ხის ძირიდან და არა უფრო ზემოდან. ტოტები ერთმანეთს არ უნდა კვეთდეს. მსხვილი ტოტები არ უნდა იზრდებოდეს პირდაპირ დამკვირვებლისკენ მხოლოდ მთელი სიმაღლის ზედა 1/3-ზე დასაშვებია ტოტები დამკვირვებლისკენ იყოს მიმართული პირველი ტოტი უნდა იზრდებოდეს ბონსაის სიმაღლის 1/3-ზე და ყველა დანარჩენზე მსხვილი უნდა იყოს.
ვარჯის გარკვეული ნაწილი აუცილებლად უნდა იყოს უკანა მხარეს, იქმნება გარკვეული სიღრმის ილუზია
ბონსაი არ უნდა ჩანდეს როგორც ორგანზომილებიანი, “ბრტყელი” სურათი.
ტანის მოხრილი ადგილიდან, ტოტი გარეთ უნდა იზრდებოდეს
ყველაზე მსხვილი ტოტის სისქე, ტანის სისქის 1/3-ს არ უნდა აღემატებოდეს
ტოტები სხვადასხვა სიგრძის და სისქის უნდა იყოს. რაც უფრო მაღლაა ტოტი, მით უფრო მოკლე და წვრილი უნდა იყოს.
ტოტებს შორის უნდა იყოს თავისუფალი სივრცე.
ტანის ერთ დონეზე მხოლოდ ერთი ტოტი უნდა იზრდებოდეს
მთლიანობაში, ვარჯს, არასიმეტრიული სამკუთხედს ფორმას უნდა ქმნიდეს
ყველა ფოთოლი ერთი ზომის უნდა იყოს, ყველა თვალშისაცემად დიდი ფოთოლი უნდა მოიჭრას.
ტოტების ფორმა მაქსიმალურად ბუნებრივად უნდა იყოს ფორმირებული. არ დაუშვათ გაუაზრებელი მოღუნვები.
“ხანდაზმული” ხის ეფექტის მისაღებად ძირითადი ტოტები დაბლა უნდა იყოს დახრილი. ხის კენწეროსთან, ზედა 1/3-ზე, ტოტები შესაძლოა ჰორიზონტალურად იყოს განლაგებული ან ზევით მიმართული
მეორე რიგის ტოტები, მარჯვნივ-მარცხნივ, მონაცვლეობით უნდა იზრდებოდეს, არცერთი მეორე რიგის ტოტი არ უნდა იზრდებოდეს ვერტიკალურად ზევით ან ქვევით.
ზედაპირული ფესვები უნდა იშლებოდეს ყველა მიმართულებით მიწის ზედაპირზე, ფესვები არ უნდა იზრდებოდეს ზედაპირის ზევით.
სტილებში KENGAI, HAN-KENGA, შHAKAN, ფესვები გადახრის საწინააღმდეგო მხარეს უფრო” ღონიერი” უნდა იყოს
თუ ხეზე გაკეთებულია “მკვდარი მერქანი”, (JIN, SARI, SABAMIKI), ამ ადგილს ტოტები არ უნდა ფარავდეს.
სტილში YOSE-UE ხეების რაოდენობა კენტი უნდა იყოს. ხეები ერთ ხაზში არ უნდა იყოს ჩარგული.
მავთულით დახვევის შემდეგ ხშირად გააკონტროლეთ მცენარე: ტოტების და ტანის დაზიანების თავიდან ასაცილებლად.
ფოთოლმცვივან ხეებზე მსხვილი ტოტების გადაჭრის ადგილები აუცილებლად უნდა დაიფაროს საბაღე მალამოთი.
კონტეინერი
ყველა სტილისთვის შეარჩიეთ მისთვის შესაბამისი ფორმის და ზომის კონტეინერი.
სასურველია შეარჩიოთ ნეიტრალური ფერის კონტეინერი, ჭრელი ან “მყვირალა” ფერის კონტეინერი ზედმეტად თვალშისაცემი იქნება.
კონტეინერი თიხისგან უნდა იყოს დამზადებული
კონტეინერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ერთი ან რამდენიმე სადრენაჟე ხვრელი.
კონტეინერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფეხები, მინიმუმ ნახევარი სანტიმეტრის სიმაღლის.
ინსტრუმენტები
საჭრელი ინსტრუმენტები აუცილებლად კარგად ალესილი უნდა იყოს
კარგად გაწმინდეთ ინსტრუმენტები ყოველი ხმარების შემდეგ
შეინახეთ ინსტრუმენტები მშრალ ადგილას