თუთა (ლათ. Morus) თუთა ფოთოლმცვივანი ხეები ან იშვიათად ბუჩქებია. საქართველოში იზრდება თუთის 2 სახეობა: თეთრი თუთა (Mórus álba) და ხართუთა (Mórus nígra). ის სინათლის მოყვარული მცენარეა. გვალვაგამძლე კარგად იზრდება ნოყიერ ნიადაგში. ცოცხლობს 200-300 წელი, ახალგაზრდა ხე სწრაფად იზრდება, მერე ნელ-ნელა ზრდის ტემპი იკლებს და იშვიათად იზრდება 10-15 მ-ზე მაღალი.[…]
