თეთრი თუთა

ხეების ჯგუფი რომლებსაც საერთო ფესვი აქვს. ნეცუნაგარი (根 連 な り)

ამ თეთრ თუთაზე მუშაობა 18 წლის წინ დავიწყე. გადავწყვიტე ისეთი მინიატურული ხეების ჯგუფი შემექმნა, რომლებსაც საერთო ფესვი ექნებოდა. ამ სტილს ბონსაის კულტურაში ნეცუნაგარი (根連なり) ჰქვია.

თავიდან ეს ბონსაი ქოთანში მყავდა, თუმცა მისი ვიზუალით ბოლომდე კმაყოფილი არ ვიყავი. სწორედ ამიტომ წელს ბონსაის ქვაზე გადარგვა გადავწყვიტე და მგონი ასე გაცილებით უკეთესად გამოიყურება.

სრული გალერეის ნახვა