წიწვოვანი ბონსაი

ტყე. იოსე უე

იოსე უეს სტილი ეს არის პატარა ტყის მინიატურული მოდელი. ხეების ასეთი ჯგუფი  ნებისმიერ კლიმატურ ზონაში შეიძლება ვნახოთ.
ამ სტილის ბონსაის გაკეთებას თავისი პლუსი აქვს. იოსე უეს შექმნისას შეიძლება გამოვიყენოთ 2-3 წლის ნერგები. დამწყებ მოყვარულებს, რომლებსაც ეჩქარებათ თავიანთი ნამუშევრის შედეგის ნახვა, შეუძლიათ ამ სტილში დაიწყონ მუშაობა. ამ სტილისთვის ის ნერგებიც კი გამოდგება, რომლებსაც ტოტები კარგად არ აქვთ განვითარებული, ხარვეზები ჯგუფში მდგარმა სხვა ხეების ტოტებმა იოლად შეიძლება დაფაროს.
სასურველია შეირჩეს ერთი ჯიშის ხეები, პატარა ფოთლებით ან წიწვებით. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ”შერული ტყის” გაკეთებაც. მაგრამ ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ისეთი ჯიშების შერჩევა რომლებსაც თანაბარი ზრდის ტემპი და დაახლოებით მაინც ერთნაირი ზომის ფოთლები ექნებათ. მინიატურული ზომების გამო, ფოთლის ზომებში კონტრასტული სხვაობა ამ სტილს არამიმზიდველს ხდის. არ გამოდგება წიწვოვანი და ფოთოლმცვივანი ხეების კომბინაციაც.
ასევე მნიშვნელოვანია ნერგების რაოდენობა. იოსე უეს შესაქმნელად მცენარეების კენტ რაოდენობას ირჩევენ.

სრული გალერეის ნახვა