წიწვოვანი ბონსაი

კომპოზიცია ქვაზე. იშიცუკი

იშიცუკი კლდეზე გაზრდილი ხის იმიტაციაა. ამ სტილში შეიძლება ორი კატეგორია განვასხვაოთ: იშიცუკი — ხის ფესვები მთლიანად ქვაში იზრდება და სეკიძიეძიუ — ხის ფესვები შემოხვეულია ქვის ზედაპირზე.
როგორც ყველა სტილი, ასევე კომპოზიცია ქვაზეც ბუნებრივად უნდა გამოიყურებოდეს . მცენარის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ პირველი ტოტი ფესვებთან ახლოს უნდა იყოს . სხვა სტილებში, ქვედა ტოტის დაშორება ფესვებიდან მცენარის სიმაღლის 1/3-ს შეადგენს, იშიცუკი და სეკიძიეძიუ სტილის შემთხვევაში ეს სივრცე ქვამ უნდა შეავსოს. ქვის და მცენარის პროპორციული შესაბამისობა მთლიანად შემქმნელის გემოვნებაზეა დამოკიდებული. ამ სტილის კარგად გასააზრებლად უმჯობესი იქნება ბონსაის გამოცდილი სპეციალისტების მიერ შექმნილი ნიმუშების გულმოდგინე დაათვალიერება.
ქვას უნდა ჰქონდეს ნახვრეტები, ნაწიბურები და ჩაღრმავებები, უნდა ეტყობოდეს რომ ბუნებრივმა მოვლენებმა დიდი ზეგავლენა იქონიეს მის ”ჩამოყალიბებაში”.  ამ სტილისათვის შერჩეული ქვა რაღაცით კლდეს უნდა გვაგონებდეს. რიყის ან ხელოვდურად დამუშავებული, გლუვზედაპირიანი ქვა ბონსაის ამ სტილისთვის არანაირად არ გამოგვადგება.

სრული გალერეის ნახვა