ბონსაის დაცვა ზაფხულში

   ზაფხულის პერიოდში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა ძალიან მაღალია, თუ განსაკუთრებული ზომები არ მივიღეთ ბონსაის დასაცავად, მცენარე შეიძლება დაზიანდეს, ან საერთოდ გახმეს. მცენარის გაგრილდება ხდება ფოთლებიდან, წყლის აორთქლების საშუალებით. მაღალი ტემპერატურის დროს მცენარე მალე კარგავს სითხეს. როდესაც ბონსაის სიცხეში არასაკმარისი რაოდენობის წყალი მიეწოდება, ფოთლის ტემპერატურამ შეიძლება კრიტიკულ ზღვარს მიაღწიოს. ფოთლების ჭკნობა არის წყლის ნაკლებობის პირველი სიმპტომი. ძლიერი სიცხის დროს მცენარე შეიძლება დროზე ადრე გადავიდეს სიმშვიდის მდგომარეობაში (როგორც შემოდგომით). ფოთლები ფერს იცვლის და ცვივა, ჯერ ვარჯის შიდა და ქვედა ფოთლები, შემდეგ დანარჩენი. როდესაც ბონსაის მზის პირდაპირი სხივები ხვდება, კონტეინერში მიწაც საკმაოდ ხურდება. მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება ფესვების დაზიანებაც გამოიწვიოს. ასეთ პირობებში მცენარე ნაკლებად მედეგი ხდება დაავადებების და მავნებლების წინააღმდეგ.

   მცენარეს შეუძლია საკმაოდ კარგად გადაიტანოს ძალიან მაღალი ტემპერატურა, თუ მას ფუნქციონირებისთვის ნორმალური პირობებს შეუქმნით. არის რამდენიმე მარტივი მეთოდი ძალიან მაღალი ტემპერატურისაგან ბონსაის დასაცავად:

  • მოარიდეთ შუადღის მზის პირდაპირ სხივებს, ან გაუკეთეთ რამე საჩრდილობელი.
  • არ დადოთ ბონსაი ისეთ ზედაპირზე რომელიც მზისგან საკმაოდ ხურდება( ქვა, ბეტონი, ლითონი)
  • ეცადეთ გაზარდოთ ტენიანობა ბონსაის გარშემო: შეასხურეთ წყალი უფრო ხშირად, მორწყეთ ტერიტორია მის გარშემო.
  • მიაქციეთ ყურადღება რომ მიწა კონტეინერში მთლიანად არ გამოშრეს.
  • მორწყვა შუადღისას კიდევ ერთი ხერხია ფესვების გაგრილებისთვის.
  • თუ ბევრი ხე გაქვთ დადგით ისინი ერთმანეთთან ახლოს, ასე ვთქვათ შეაქუჩეთ. ასე ტოტები დაჩრდილავს კონტეინერებს და სინესტეც უფრო შენარჩუნდება.

  ზაფხულში განსაკუთრებულს ყურადღებას მცირე ზომის ბონსაები ითხოვენ. მას წელიწადის ამ დროს მორწყვა შეიძლება სამჯერაც კი დასჭირდეს.