fbpx

ბლოგი

თუთა და ვაშლი ბონსაი

ხეები ბონსაისთვის. (თუთა და ვაშლი)

თუთა (ლათ. Morus)

   თუთა ფოთოლმცვივანი ხეები ან იშვიათად ბუჩქებია. საქართველოში იზრდება თუთის 2 სახეობა: თეთრი თუთა (Mórus álba) და ხართუთა (Mórus nígra). ის სინათლის მოყვარული მცენარეა. გვალვაგამძლე კარგად იზრდება ნოყიერ ნიადაგში. ცოცხლობს 200-300 წელი, ახალგაზრდა ხე სწრაფად იზრდება, მერე ნელნელა ზრდის ტემპი იკლებს და იშვიათად იზრდება 10-15 მ-ზე მაღალი. ფოთლები დიდი ზომისაა, ნაყოფი თეთრი ან შავი

ბონსაის სტილები თუთისთვის: შაკან (斜幹) , მოიოგი (模様木). ხოკიდაჩი (箒立ち),სიოკანი (双幹), ბანკანი
(蟠幹)
სტატია ბონსაის სტილების შესახებ 

თეთრი თუთა სამივე "მდგომარეობაში"
თეთრი თუთა სამივე “მდგომარეობაში”

ადგილი: თუთა სინათლის მოყვარული მცენარეა. ხე მოათავსეთ კარგად განათებულ ადგილას. აუცილებლად მოარიდეთ ზაფხულის მცხუვარე მზეს. საკმაოდ ყინვაგამძლეა.

მორწყვა: გაზაფხულ-ზაფხულში ირწყვება რეგულარურად, მიწა კონტეინერში მუდამ ნესტიანი უნდა იყოს. ზამთარში მორწყვა იშვიათად ესაჭიროება.

სასუქი: ყოველ ორ კვირაში ერთხელ, გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე. მაისის შემდეგ სასუქი აზოტს მინიმალურ რაოდენობას უნდა შეიცავდეს.

გასხვლა: ფორმირების დაწყებით სტადიაში ძლიერი ამონაყარის გასხვლა ადრე გაზაფხულზე ან შემოდგომით, ფოთოლცვენის შემდეგ ხდება. უკვე ჩამოყალიბებული მცენარე გასხალით ვეგეტაციის პერიოდში ხდება. ფორმის შესანარჩუნებელი გასხვლა, საჭიროების მიხედვით, ზრდის მთელი სეზონის განმავლობაშია საჭირო. ახალგაზრდა მცენარე საკმაოდ სწრაფად იზრდება. კარგად იტანს ფოთლების მთლიან შეკრეჭვას.

გადარგვა: თუთას ფესვები საკმაოდ სწრაფად ეზრდება, ამიტომ გადარგვა არაუგვიანეს 2 წელიწადში ერთხელ სჭირდება. 10 წლამდე ასაკის მცენარეები აუცილებლად ყოველწლიურად უნდა გადაირგას . გადარგვა ხდება გაზაფხულზე, კვირტების გაშლამდე, ან გვიან შემოდგომით.

მავთულის კარკასი: წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება.

გამრავლება: კალმით, გადაწვენით. დათესვა ხდება ნაყოფის დამწიფებისთანავე, ზაფხულში. დამწიფებული ნაყოფი მთლიანად ჩადევთ მიწაში. თესლის გაღვივება რამდენიმე კვირაში იწყება. თუთა იმ მცენარეებს მიეკუთვნება რომელთა თესლი აღმოცენებას იმავე სეზონზე იწყებს.

შენიშვნა: ზაფხულში აუცილელად მოარიდეთ მზეს. მორწყვის, თუნდაც ერთხელ დაგვიანების შემთხვევაში, ფოთლები ზიანდება.

ვაშლი (ლათ. Malus)

ფოთოლმცვივანი მსხმოიარე ხე ან ბუჩქია. მსოფლიოში ცნობილია 10 ათასაზე მეტი ჯიში, საქართველოში დაახლოებით 200 ჯიშია გავრცელებული.

ბონსაის სტილები ვაშლისთის :სიოკანი (双幹), მოიოგი (模様木)

ადგილმდებარეობა: ვაშლი მოათავსეთ მზიან ადგილას. საქართველოში გავრცელებული ჯიშების უმრავლესობა კარგად იტანს ყინვას. თუ მცენარე ძალიან დაბალ კონტეინერში იზრდება სასურვალია -5⁰C გრადუსზე დაბალ ტემპერატურისას დაიცვათ ყინვისაგან.

მორწყვა: მსხმოიარობის პერიოდში უხვი მორწყვა ესაჭიროება. ზამთარში საჭიროების მიხედვით. მიწის მთლიანმა გამოშრობამ ფესვების დაზიანდება და ხის გახმობა შეიძლება გამოიწვიოს.

სასუქი: დაიწყეთ ადრე გაზაფხულზე, ყოველ ორ კვირაში ერთხელ, სანამ ყვავილობს. ყვავილობის შემდეგ სასუქის შეტანისას, საკვები ნივთიერება მთლიანად ფოთლების კვებაზე წავა, რაც ნაყოფის განვითარებას ხელს შეუშლის. ამიტომ ყვავილობის შემდეგ შეწყვიტეთ სასუქის მიცემა და გააგრძელეთ იმის შემდეგ როდესაც ნაყოფი კარგად ჩამოყალიბდება.

გადარგვა: ახალგაზრდა მცენარე გადარგეთ ყოველწლიურად, ადრე გაზაფხულზე, კვირტების გაშლამდე.  10 წელზე მეტი ხნის მცენარე ყოველ 2 წელიწადში ერთხელ  სჭირდება გდარგვა.

გასხვლა: სანამ ფორმირება დაწყებით სტადიაშია, ახალი ამონაყარის გაძლიერებისთვის, გადრე გაზაფხულზეა გასხვლა საჭირო, კვირტების გაშლამდე. ან შემოდგომით, ფოთოლცვენის შემდეგ. კარგად განვითარებული მსხმოიარე ხე გასხალით გვიან გაზაფხულზე. ზაფხულში გასხვლისას, შემდეგი წლის ამონაყარი სუსტია, სამაგიეროდ მცენარეზე მეტი ყვავილი და შესაბამისად ნაყოფი გაიზრდება. ფორმის შესანარჩუნებლად უმჯობესია წელიწადში ორჯერ-სამჯერ დაამოკლოთ ახალი ამონაყარი.

გამრავლბა: გადაწვენით ადრე გაზაფხულზე, კალმით კი შემოდგომაზე.