fbpx

ბლოგი

ხეები ბონსაისთვის. (რცხილა)

  რცხილა ფოთოლმცვივანი ხე ან მაღალი ბუჩქია. აქვს რუხი ფერის, გლუვი ქერქი. საქართველოში იზრდება 2 სახეობა: კავკასიური რცხილა(Carpinus caucasica) და ჯაგრცხილა. რცხილა ჩრდილის ამტანი, სითბოს მოყვარული მცენარეა ყინვა არ აზიანებს.

რცხილასგან ყველა სტილის საშუალო ან დიდი ზომის ბონსაი იქმნება  გარდა ბუნძინგსა (文人木)
სტატია ბონსაის სტილების შესახებ 

ადგილმდებარობა: მზიანი ადგილი ან ნახევრად ჩრდილი. ზაფხულში, სასურველია შუადღის მზის პირდაპირ სხივებს მოარიდოთ. ასევე დაიცავით ძლიერი ქარისგან, ფოთლების დაზიანების თავიდან ასაცილებლად. განსაკუთრებული მოვლა ზამთარში არ ესაჭიროება.

მორწყვა: ზომიერი, მიწა კონტეინერში არ უნდა გამოშრეს. ზაფხულის ცხელ დღეებში, მორწყვა დღეში რამდენიმეჯერ დასჭირდება.

სასუქი: სასუქი შეიტანეთ მარტის ბოლოდან სექტემბრის ჩათვლით, 2 კვირაში ერთხელ.

გასხვლა: მსხვილი ტოტების მოჭრა ხდება სიმშვიდის პერიოდში. მოჭრის ადგილი აუცილებლად დაფარეთ საბაღე მალამოთი. წვრილი ტოტების მოჭრა მთელი წლის განმავლობაში შეიძლება. ფორმის შესანარჩუნებელი გასხვლა ზრდის მთელი სეზონის განმავლობაში.ყველა ფოთლის შეკრეჭა, ყოველ წელს არის შესაძლებელი, გარდა იმ სეზონისა, როდესაც გადარგვა გაკეთდა.

მავთულის კარკასი: რცხილაზე მავთულის კარკასის გააკეთეთ ზამთარში. მავთულის დახვევის შემდეგ მუდმივი კონტროლი ჭირდება. ქერქის დაზიანების შემთხვევაში, შეხორცებას საკმაოდ დიდი დრო დაჭირდება. 

გადარგვა: გადარგეთ ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ. კარგად იტანს ფესვების ძლიერ შეკრეჭას.

გამრავლება: დათესვა, გადაწვენა, კალმით