fbpx

ბლოგი

კონტეინერი ბონსაისთვის

   ბონსაის დასრულებული სახე რომ მიეცეს, საჭიროა მისთვის შესაფერისი კონტეინერი შევარჩიოთ. კონტეინერი და მცენარე ჰარმონიულად უნდა ერწყმოდეს ერთმანეთს. კონტეინრი უბრალო და სადა უნდა იყოს. ჭრელაჭრულა ან ძალიან ლამაზი ანტიკვარული ქოთანი ზედმეტად თვალშისაცემია და ბონსაისათვის ნაკლებად გამოსადეგია. ბონსაის კულტურაში ყურადღებას მეტწილად მცენარე უნდა იპყრობდეს, კონტეინერი მნიშვნელობით მხოლოდ მეორე ადგილზე დგას.
   კონტეინერი ბონსაისთვის, როგორც წესი, თიხისგან მზადდება. (ფორმირების ადრეულ პერიოდში შესაძლებელია პლასმასის კონტეინერის ან სხვა  ჭურჭლის გამოყენება.) ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს ქარსის (MICA) კონტეინერები. ამ მასალისგან დამზადებული კონტეინერი ადვილად არ ტყდება, კარგად უძლებს ყინვას, და კლასიკური თიხის კონტეინერზე იაფია.
თიხის კონტეინერი უკეთესია გარედან მოჭიქული იყოს. ასეთი კონტეინერი უფრო ლამაზი და გამძლეა, მაგრამ შიგნითა მხარე აუცილებლად ჭიქურის გარეშე უნდა იყოს.
კონტეინერს აუცილბლად უნდა ჰქონდეს სადრენაჟე ხვრელი. თუ კონტეინერი საკმაოდ დიდია მას ორი ან უფრო მეტი სადრნაჟე ხვრელი ესაჭირობა. მორწყვის შემდეგ, თუ წყალი კონტეინერის ფსკერზე სადმე დაგუბდა, აუცილბლად გამოიწვვს მცენარის ფესვების ნაწილის დალპობას. ამის თავიდან ასაცილებლად კარგად დააკვირდით კონტეინერს, თუ ჩათვლით, რომ სადრნაჟე ხვრელები არასაკმარისია ან პატარაა, გააფართოვეთ ან დამატებითი ხვრლები გაუკთეთ.

   კონტეინერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფეხები, მინიმუმ ნახევარი სანტიმეტრი სიმაღლის. რისთვის არის საჭირო ფეხები?: მორწყვის შემდეგ სადრენაჟე ხვრელებიდან გამოდის წყალი. თუ კონტეინერს არ აქვს ფეხები, მაშინ კონტეინერის ძირსა და იმ ზედაპირს შორის, რაზეც კონტეინერი დევს, სინესტე დიდი ხნის განმავლობაში რჩება. მცენარის ფესვები ცდილობს რაც შეიძლება ღრმად გაიზარდოს მიწაში და ამიტომ აუცილებლად გამოვა გარეთ სადრენაჟე ხვრელიდან. გარეთ გამოსული ფესვები მალე ფუჭდება, დაავდების და მავნებლების კერა ხდება. ასევე უფეხებო კონტეინერის ქვეშ მავნე მწერები იყრის თავს და თავისუფლად აღწევს სადრენაჟე ხვრლიდან კონტეინეში.
   კონტეინერის შერჩევა ბონსაის თითოეული ეგზემპლარისათვის ინდივიდუალურად ხდება. საჭიროა გარკვეული პროპორციების და ფერების შეხამების დაცვა. რა თქმა უნდა, თუ პატარა მცენარე დიდ კონტეინერში ჩავრგავთ, ან კონტეინერის ფერი არ იქნება მცენარესთან შესაბამისი, ამის გამო მცენარე არ გახმება, მაგრამ საბოლოო ჯამში არ გვექნება ის რისკენაც ბონსაის ყველა მოყვარული მიისწრაფის: კონტეინერის და მცენარეს ერთიანი შთამბეჭდავი სახე, რასაც ლამაზი და დახვეწილი ბონსაი ქვია. თუ კარგად შერჩეული კონტეინერის ფორმა, ზომა და ფერი უფრო ეფექტურს ხდის ბონსაის საერთო შესახედაობას, შეუფერებელ კონტეინერში ჩარგული, თუნდაც ულამაზესი ხე, ძალიან ბევრს კარგავს ესთეტიკის თვალსაზრისით.
   მსოფლიში უამრავი კონტეინერი კეთდება, სხვადასხვა ზომის, ფორმის თუ ფერის. მაგრამ მათგან საჭირო კონტეინეის შერჩევა, რომელიც ზუსტად შეესაბამება თქვენ ბონსაის არც თუ ისე იოლი საქმეა. საბოლოო გადაწყვტილების მიღება მაინც ბონსაის ენთუზიასტის გემოვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ დამწყებებმა აუცილებელია იცოდნენ გარკვეული ნიშნები რის მიხედვითაც შეიძლება შეირჩეს ბონსაისთვის შესაფერისი კონტეინერი.

ფორმა
ფორმის მიხედვით კონტეინერი არის კვადრატული, მრავალკუთხა, მართკუთხა, ოვალური, მრგვალი.  კასკადი და ნახევარკასკადი სტილებისთვის მაღალი კონტეინერი გამოიყენება.

   ყველა სტილის ბონსაის სასურველია შესაფერისი ფორმის კონტეინერი შეურჩიოთ. სტილები რომლებიც მხოლოდ ერთი ხისგან შედგება შესაძლებელია ყველა ფორმის კონტეინერში განთავსდეს. ბონსაის იმ სტილებში, რომლებშიც რამდენმე ტანი აქვს ან ხეების ჯგუფია ( ნეცუნაგარი, იკადაბუკიიოსე უეს) სასურველია განთავსდეს მართკუთხა ან ოვალურ, ნაკლებად ღრმა კონტეინერში. ამ სტილებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ დაფასავით ბრტყელი ქვა რომელსაც გვერდები არასიმეტრიულად ექნება ჩამოჭრილი. ასეთივე კონტეინერი ჭირდება სტილებს როგორიცაა სეკიძიეძიუ და იშიცუკი. სტილისთვის ბუნძინგი, როგორც წესი, მხოლოდ პატარა მრგვალ კონტეინერებს იყენებენ. სტილებისთვის კენგაი, ჰან-კენგაი —მაღალი კონტეინერია აუცილებელი, ცალ მხარეს გადმოხრილი ხე რომ დააბალანსოს. კენგაი სტილში ფორმირებულ მცენარეს, ხშირად ტოტები კონტეინერის ძირზე უფრო დაბლა ეზრდება. ასეთ შემთხვევაში ბონსაის მაღალ სადგამზე დგამენ.

ფერი
   კონტინერის ფერის შერჩევა საკმაოდ სუბიექტურია. მაგრამ სასურველია თუ კონტეინერს რამე “არამყვირალა”, ნეიტრალური ფერი ექნება: ნაცრისფერი, მუქი და ღია მწვანე, ყავისფერი, მოწითალო თიხისფერი. ასევე ლამაზად გამოიყურბა თეთრი და მუქი ლურჯი კონტეინერები. არსებობს წითელი, ცისფერი და ყვითელი ფერის კონტეინერებიც. ბევრი სპეციალისტი, კონტეინერის ფერის შერჩევას მცენარის სახეობის მიხედვით აკეთებს. ასე მაგალითად, წიწვოვანი და ფოთოლმცვივანი ხეებისთვის ნეიტრალურ ფერებს ირჩევენ, ხოლო მსხმოიარე და ყვავილოვანი ხეებისთვის უპირატესობას წითელ, ყვითელ და ცისფერ კონტეინერებს ანიჭებენ.

ზომა
   კონტეინერის ზომის შერჩევა ხდება თვითონ ბონსაის ზომებიდან გამომდინარე. არსებობს გარკვეული ძირითადი პროპორცია მცენარესა და კონტეინერს ზომებს შორის. კონტეინერის სიმაღლე ტოლი უნდა იყოს ბონსაის ტანის სისქისა ფესვებთან. ხეებს რომლებსაც ფართოდ აქვთ ტოტები გაშლილი და ვარჯის ყველაზე განიერი ადგილი ბონსაის სიმაღლეზე მეტია, კონტეინერის სიგრძე, ვარჯის ყველაზე ფართე ადგილის 2/3 უნდა იყოს. ამ შემთხვევაში დასაშვებია კონტეინერის სიმაღლე ოდნავ დაბალი იყოს.

 

კონტეინერის სიმაღლე და ტანის სისქე ფესვებთან თანაბარია (A). კონტეინერის სიგრძე, ვარჯის ყველაზე ფართე ადგილის 2/3-ს შეადგენს
მაღალი ბონსაის შემთხვევაში კონტეინერის სიგრძე, სიმაღლის 2/3-ის ტოლია

   თუ ბონსაი მაღალია, (სიმაღლე უფრო მეტია ვიდრე ვარჯის სიგანე ყველაზე ფართე ადგილას) ოვალური და მართკუთხა კონტეინერების სიგრძე უნდა შეადგენდეს ბონსაის სიმაღლის 2/3-ს. მრგვალი კონტეინერის შემთხვევაში, დიამეტრი უნდა შეადგენდეს ბონსაის სიმაღლის 1/3-ს. ანალოგიურად, კვადრატული კონტეინერის გვერდის სიგრძე ასევე მცენარის სიმაღლის 1/3 უნდა იყოს. ბონსაის იმ სტილებში სადაც რამდენიმე ხეა ერთად ჩარგული, კონტეინერის სიგრძე ყველაზე მაღალი ხის სიმაღლის 2/3 უნდა იყოს.
   მართკუთხა კონტეინერის სიგანე, დაახლოებით, სიგრძის 70-75% უნდა იყოს. ოვალური კონტეინერების შემთხვევაში, სიგანეში ყველაზე ფართე ადგილი, სიგრძის 70% უნდა შეადგენდეს. თუ ხეს სიმაღლესთან შედარებით ძალიან მსხვილი ტანი აქვს, სასურველია ასეთი მცენარე ცოტათი უფრო მაღალ კონტეინერში მოთავსდეს. ზოგიერთ წიწვოვანი მცენარე, (კედარი, ფიჭვი) დიდი რაოდენობით ფესვების შეკრეჭვისას შეიძლება გახმეს. ამიტომ კარგი იქნება თუ ასეთ მცენარეებისთვის დავარღვევთ ~იდეალურ~ პროპორციას და ჩავრგავთ “ნორმით” დასაშვებზე უფრო მაღალ კონტეინერში.
სტილისთვის კენგაი და ჰან-კენგაი, ალბათ ყველაზე რთულია საჭირო ზომის კონტეინერის შერჩევა. როგორც წესი ამ სტილისთვის გამოიყენება მაღალი და ვიწრო კონტეინერი. საჭირო ზომები, მთლიანად ბონსაის შემქმნელის გემოვნებაზეა დამოკიდებული. შესაძლებელია უფრო დაბალი კონტეინერის გამოყენებაც. ასეთ შემთხვევაში ბონსაის სპეციალურ მაღალ სადგამზე დგამენ.