ბლოგი

ბონსაის მოვლა

ბონსაის მოვლა (ადგილმდებარეობა)

   ბონსაის ყურადღება წელიწადის ოთხივე დროს სჭროება. მისი მოვლა  დროს და ყურადღებას მოითხოვს, უფრო მეტს, ვიდრე ბაღის ან ოთახის ჩვეულებრივი მცენარე. ბონსაის უნდა შეურჩიოთ შესაბამისი აგილი, სადაც მცენარე წელიწადის უმეტეს დროს იქნება მოთავსებული, მორწყათ და შეიტანოთ სასუქი საჭირო დროს, დაიცვათ დაავადებისა და მავნებლებისგან, მოარიდოთ მცხუნვარე მზეს და ყინვას, პეროდულად გადარგოთ, შეკრიჭოთ ფესვები და გამოუცვალოთ მიწა.

   როგორც ადრე ვთქვით, ბონსაი არ არის ოთახის მცენარე. მართალია ის ბუნებაში მზარდ ხეებთან შედარებით უფრო მცირე ზომიისაა მაგრამ, მაინც ჩვეულებრივი ხეა და მისთვის აუცილებლია წელიწადის სეზონური ცვლილებები. ამიტომ წელიწადის უმეტეს დროს ბონსაი გარეთ უნდა იზრდებოდეს.


პირველ რიგში საჭიროა ბონსაის მოსათავსებლად სწორი ადგილის შერჩევა. ზოგი ჯიშის მცენარეს მზიანი ადგილი უყვარს, ზოგს ჩრდილი, ზოგსაც ნახევარდ ჩრდილი. როდესაც რომელიმე ჯიშის მცენარისაგან გადაწყვეტთ ბონსაის გაკეთებას, კარგად გაიაზრეთ გაქვთ თუ არა სწორედ ამ ჯიშისთვის შესაფერისი ადგილი, სადაც ის მუდმივად იქნება მოთავსებული. ყველა შემთხვევაში, იმ ადგილას სადაც ბონსაის დადგმას გადაწყვეტთ, უნდა იყოს კონკრეტულად ამ სახეობისთვის შესაფერისი განათება, ადგილი სუფთა უნდა იყოს და კარგად ნიავდებოდეს. საურველია მცენარე მოთავსდეს ისეთ ადგილას სადაც, ზაფხულში, შუადღის მზის პირდაპირი სხივები არ მოხვდება.


არასაკმარისი განათება პირველ რიგში ყლორტების ზრდაზე აისახება. ახლადამოსული ყლორტები არაბუნებრივად გრძელი და სუსტი გაიზრდება. დავუშვათ სინათლის მოყვარული ბონსაი მოთავსებულია აივანზე, ასეთ დროს მცენარე მხოლოდ ერთი მხრიდან არის კარგად განათებული. ფოთლები მუდმივად ცდილობს მზის სხივების მაქსიმალური რაოდენობის “დაჭერას”,  ამის გამო ტოტები და ფოთლები იხრება იქითკენ სადაც უფრო მეტი განათებაა. შედეგად ვღებულობთ მცენარეს, რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით იზრდება. ამის თავიდან ასაცილებლად, ბონსაი 3-4 დღეში ერთხელ შემოატრიალეთ. ამით მცენარეს საშუალება მიეცემა ვარჯის ყველა ადგილი თანაბრად განათდეს.


ასევე მნიშვნეოვანია მცენარე მოვარიდოთ ძლიერ ქარს. ძლიერმა ქარმა შესაძლოა ბონსაი კონტეინერიანად გადმოაგდოს სადგამიდან. თუ არ ხერხდება ბონსაის ქარისგან დაცვა, მაშინ მცენარე მყარად დაამაგრეთ სადგამზე. დაამაგრეთ თოკით, მავთულით, ნებისმიერი საშუალებით, რაზეც ხელი მიგიწვდებათ. ძლიერი ქარი ზოგიერთი ფოთოლმცვივანი მცენარის ფოთლებს დაზიანების მიზეზი შეიძლება გახდეს. მართალია ამით მცენარე არ გახმება მაგრამ, დაზიანებული ფოთლები საგრძნობლად აუშნოვებს მინიატურულ მცენარეს.ბონსაის მუდმივად განთავსების ადგილი არ უნდა იყოს პირდაპირ მიწაზე. ასეთ დროს ფესვები აუცილებლად გამოვა სადრენაჟე ხვრელიდან და გრუნტში ჩაიზრდება. გრუნტში ჩაზრდილი ფესვები შეიძლება გაფუჭდეს და სხვადასხვა სახის მწერებისთვის იოლი გზა იყოს კონტეინერში შესაღწევად